ქალაქი თბილისი , ქუჩა ქინძმარაული , N 13 (ნაკვ.01/061)
Decision
- Decision number
- 4168347
- Decision date
- 13 September 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ლევან ბებია
- Developer (company ID)
- 445387796
Parcel
- Cadastral code
- 01.19.33.001.244
- Owner
- შპს "ბათ გლასი" (445387796)
- Area
- 5,000 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.33.001.244Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1630468
- Status
- Approved
- Registered
- 13 September 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 0 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 September 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 იანვრის №3009423 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 13 სექტემბერს №AR1630468 განცხადებით მომართა ლევან ბებიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 04 იანვრის №3009423 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 იანვრის №3009423 ბრძანებით ქალაქი თბილისი, ქუჩა ქინძმარაული, N13-ში (ნაკვ.01/061), N01.19.33.001.244 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ფაბრიკის, საწყობის, ოფისის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 04 იანვრის №3009423 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მისი განმარტებით საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს სამრეწველო ზონა 1-ში (ს-1), ხოლო ზემოაღნიშნულ ბრძანებაში, გამორჩენილია სამრეწველო ზონა 1-ის (ს-1) განაშენიანების რეგულირების პარამეტრის - კ3=0,1-ის დაფიქსირება. შესაბამისად, ითოხვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, ქალაქი თბილისი, ქუჩა ქინძმარაული, N13-ში (ნაკვ.01/061), N01.19.33.001.244 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სამრეწველო ზონა 1 (ს-1). ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამრეწველო ზონა 1 (ს-1) არის შერეული სამრეწველო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საწარმოო და სამრეწველო გამოყენების ტერიტორიებს. ამავე დადგენილების მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამრეწველო ზონა 1-ში (ს-1) – განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები; შესაძლებელია სამრეწველო ზონა 1-ის (ს-1) ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების/სამყოფების არსებობა არაუმეტეს საერთო ოდენობის 25%-ის, კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ზონის განაშენიანების რეგულირების პარამეტრია - კ3=0,1-ს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 იანვრის №3009423 ბრძანებაში და განაშენიანების რეგულირების ძირითად პარამეტრებში კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: კ-1 – კოეფიციენტი კ-2 – კოეფიციენტი კ-3 0,1 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები: მინიმალური ფართობი – კვ.მ მინიმალური სიგანე – მეტრი მინიმალური სიღრმე – მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე – მეტრი 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 იანვრის №3009423 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 იანვრის №3009423 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 13 September 2018Decision4168347 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal