ქალაქი თბილისი , ქუჩა კედია , (ყოფ. კახოვსკი) , N 10
Decision
- Decision number
- 4185884
- Decision date
- 25 September 2018
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ოთარ დიხამინჯია
- Developer (company ID)
- 405074672
Parcel
- Cadastral code
- 01.13.06.008.074
- Owner
- შპს "კედიას 10" (405074672)
- Area
- 1,271 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.06.008.074Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1631655
- Status
- Not reviewed
- Registered
- 18 September 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 September 2018City answer
2018 წლის 18 სექტემბრის №AR1631655 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 18 სექტემბერს №AR1631655 განცხადებით მომართა ოთარ დიხამინჯიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 20 იანვარის №3040124 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 იანვარის №3040124 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი დიდუბე, კედიას ქუჩა, (ყოფ. კახოვსკი), №10, შპს "კედიას 10"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.13.06.008.074), მრავალფუნქციური კომპლექსის საცხოვრებელი IVა და IVბ ბლოკების არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 იანვრიდან 2020 წლის 20 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2017 წლის 24 აპრილის №3220962 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 20 იანვრის №3040124 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 4548 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 1265.7 კვ.მ, საერთო ფართობად 7098.1 კვ.მ. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 20 იანვარის №3040124 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2017 წლის 20 იანვარის №3040124 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ, საზაფხულო ფართობად 1122.8 კვ.მ-ის ნაცვლად 1265.7 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 6955.0 კვ.მ-ის ნაცვლად 7097.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. ვინაიდან, სამსახურის 2017 წლის 24 აპრილის №3220962 ბრძანებით უკვე გასწორებულია ტექნიკური შეცდომა საზაფხულო და საერთო ფართობთან დაკავშირებით, (საზაფხულო ფართობად დაფიქსირებულია 1265.7 კვ.მ; საერთო ფართობად 7098.1 კვ.მ.), აღნიშნულიდან გამომდინარე გაურკვეველია თქვენი მოთხოვნა იგივე ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. იმისათვის რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება საჭიროა დააზუსტოთ მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაზუსტდეს მოთხოვნის ტექსტი, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოთხოვნის დასაზუსტებლად და განახლებული დოკუმენტაციის წარმოსადგენად სამსახური განგისაზღვრავთ 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადას. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2018 წლის 18 სექტემბრის №AR1631655 განცხადება დარჩეს განუხილველი. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 September 2018Decision4185884 - Other
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal