ქალაქი თბილისი , ქუჩა დ. უზნაძე , N 14
Applicant
- Name
- ნიკა აბელაშვილი
- Developer (company ID)
- 405171996
Parcel
- Cadastral code
- 01.16.05.001.011
- Owner
- სახელმწიფო
- Area
- 2,796 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.16.05.001.011Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1631942
- Status
- Approved
- Registered
- 20 September 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 4 days
- from registration to the city's last answer
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 24 September 2018City answer
სამსახურმა განიხილა თქვენი NAR1631942 ელექტრონული განაცხადი, რომლის პასუხად გაცნობებთ, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს N4137535 ბრძანებით ქ. თბილისში, დ. უზნაძის ქ. N14-ში, N01.16.05.001.011 საკადასტრო ერთეულით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროექტი და გაიცა დემონტაჟის ნებართვა. 2018 წლის 31 აგვისტოს N4143772 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მისამართზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის განთავსების მიზნით დადგინდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 2018 წლის 20 სექტემბრის NAR1632057 ელექტრონული განაცხადით სამსახურს მომართა მოქალაქე გიორგი ჯოხაძემ და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს N4137535 ბრძანებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება, რომლის საფუძველზეც სამსახურში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება. თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით. ამასთან განგიმარტავთ, იმისათვის რომ დაცული იქნას როგორც ნებართვის მაძიებლის, ასევე იმ პირების ინტერესები, რომელთა კანონით დაცულ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამშენებლო სამუშაოები, საჭიროა თქვენს მიერ წარმოდგენილი „შეტყობინება არქიტექტურულ ობიექტი“-ზე ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგებით კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს. (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა ზიანი შეიძლება მოგადგეთ განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას თქვენს მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების თაობაზე წარმოდგენილი კონკრეტული განცხადების განხილვისას, განიხილავს ამ ობიექტთან დაკავშირებით თქვენ მიერ წარმოდგენილ შეტყობინებასაც, ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარების გარეშე. რის შედეგადაც სამსახური მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას ყველა დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ობიექტის სამშენებლო განვითარების შესახებ თვალყურის დევნება შეგიძლიათ სამსახურის ვებ- გვერდის (www.tas.ge) მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის მითითების შემთხვევაში.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal