ქალაქი თბილისი , ქუჩა დ. უზნაძე , N 14
Decision
- Decision number
- 4210498
- Decision date
- 11 October 2018
- Outcome
- Granted
- Construction period
- Start: 27 August 2018 (6 months)
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ჯოხაძე
- Developer (company ID)
- 405171996
Parcel
- Cadastral code
- 01.16.05.001.011
- Owner
- სახელმწიფო
- Area
- 2,796 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.16.05.001.011Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1632057
- Status
- Approved
- Registered
- 20 September 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 October 2018City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4137535 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 20 სექტემბერს №AR1632057 განცხადებით მომართა გიორგი ჯოხაძემ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4137535 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება დემონტაჟის ნებართვის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4137535 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში დ. უზნაძის ქ. N14-ში არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის პროექტი. გაიცა დემონტაჟის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა დემონტაჟის სანებართვო მოწმობა. დემონტაჟის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 27 აგვისტოდან 2018 წლის 27თებერვლის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეცდომით იქნა დაფიქსირებული დემონტაჟის ნებართვის ვადა, კერძოდ: ,,დემონტაჟის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 27 აგვისტოდან 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით’’ ნაცვლად მიეთითა ,,დემონტაჟის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 27 აგვისტოდან 2018 წლის 27 თებერვლის ჩათვლით’’. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს №AR1622842 განცხადებაზე წარმოდგენილი დემონტაჟის განხორციელების კალენდარული გეგმის მიხედვით, დემონტაჟის ნებართვის მოქმედების ვადა უნდა განსაზღვრულიყო 6 თვით, მაგრამ ტექნიკური შეცდომის შედეგად განისაზღვრა არასწორად, შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4137535 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს მოქალაქე გიორგი ჯოხაძის 2018 წლის 20 სექტემბრის №AR1632057 განცხადება. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4137535 ბრძანებაში, კერძოდ: ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დემონტაჟის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 27 აგვისტოდან 2019 წლის 27 თებერვლის ჩათვლით’’. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4137535 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 11 October 2018Decision4210498 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal