OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გამზირი ილია ჭავჭავაძე , N 49ბ , (ნაკვ. 8/6)

AR1632551Construction permitOther use25 September 2018- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
4202275
Decision date
4 October 2018
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ელგუჯა მხეიძე
Organization
17460
Developer (company ID)
405144703

Parcel

Cadastral code
01.14.07.008.123
Owner
შპს "ალიანსი" (445453526)
Area
5,820 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1632551
Status
Approved
Registered
25 September 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
9 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 4 October 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4129758 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 25 სექტემბერს №AR1632551 განცხადებით მომართეს ელგუჯა მხეიძემ და დავით ჭოხონელიძემ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4129758 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4129758 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისი, სექტორი ვაკე, გამზირი ილია ჭავჭავაძე, N49ბ, (ნაკვ. 8/6), კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.14.07.008.123), მრავალფუნქციური კომპლექსის (საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული და სასტუმრო) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 22 აგვისტოდან 2021 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით განმცხადებლების განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4129758 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ტიპის სასტუმროს აპარტამენტის ფართობი: 26892.58 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 26897.58 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი - 7748.13 კვ.მ.-ის ნაცვლად 8745.66 კვ.მ. დამხმარე ფართობი: 7167.7 კვ.მ-ის ნაცვლად 6179.86 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი: 15637.58 კვ.მ-ის ნაცვლად 15683.28 კვ.მ. შესაბამისად, საერთო ფართობი - 70937.02 კვ.მ-ის ნაცვლად - 70997.41 კვ.მ. განმცხადებლების მიერ ასევე წარმოდგენილია შესწორებული გეგმები. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში, ასევე წარმოდგენილი შესწორებული გეგმები შესაბამისობაშია სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4129758 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4129758 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ტიპის სასტუმროს აპარტამენტის ფართობი: 26897.58 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 8745.66 კვ.მ. დამხმარე ფართობი: 6179.86 კვ.მ. ავტოსადგომის ფართობი: 15683.28 კვ.მ. საერთო ფართობი: 70997.41 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4129758 ბრძანებით შეთანმხებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი შესწორებული გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4129758 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4129758 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 4 October 2018Decision4202275 - Granted
  3. 25 September 2018Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • 029_20180925_L_alliance tbilisi pdf.dwg.zipOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal