OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის IV მ/რ , N13-ის მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის IV მ/რ , კორპუსი N13-ის მიმდებარედ

AR1634370Construction permitOther use2 October 2018- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
4230870
Decision date
23 October 2018
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დიმიტრი თოდუა
Developer (company ID)
205275165

Parcel

Cadastral code
01.14.02.010.079
Owner
შპს "ლიდერ გრუპი" (205275165)
Area
2,835 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1634370
Status
Approved
Registered
2 October 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 23 October 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ოქტომბრის №4187538 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 02 ოქტომბერს №AR1634370 განცხადებით მომართა დიმიტრი თოდუამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 01 ოქტომბრის №4187538 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ოქტომბრის №4187538 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ნუცუბიძის IV მ/რ, N13-ის მიმდებარედ/ქალაქი თბილისი, ნუცუბიძის IVმ/რ, კორპუსი N13-ის მიმდებარედ, შპს „ლიდერ გრუპი“-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.14.02.010.079), სამსახურის 2018 წლის 11 სექტემბრის N4163552 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 01 ოქტომბრიდან 2019 წლის 01 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 01 ოქტომბრის №4187538 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2021 წლის 01 ოქტომბრის“ ნაცვლად დაფიქსირდა „2019 წლის 01 აპრილის ჩათვლით “. შესაბამისად, ითხოვს მის გასწორებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ დიმიტრი თოდუას მიერ 2018 წლის 18 სექტემბრის NAR1631425 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე. შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში შეცდომით იქნა დაფიქსირებული „2021 წლის 01 ოქტომბრის“ ნაცვლად „2019 წლის 01 აპრილი“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ოქტომბრის №4187538 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 01 ოქტომბრიდან 2021 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით“. სამსახურის 2018 წლის 01 ოქტომბრის №4187538 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 ოქტომბრის №4187538 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 23 October 2018Decision4230870 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal