ქალაქი თბილისი , ქუჩა ზარზმა , N 35 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ზარზმა , N 35 , მიმდებარედ , ნაკვეთი 28/018 ; ქალაქი თბილისი , კონიაკის დასახლება ზარზმისა და ილორის ქუჩებს შორის
Decision
- Decision number
- 4200242
- Decision date
- 3 October 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- რევაზ ებრალიძე
- Developer (company ID)
- 400199799
Parcel
- Cadastral code
- 01.11.05.028.040
- Owner
- შპს გ და კომპანია (400199799)
- Area
- 1,577 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.05.028.040Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1634390
- Status
- Approved
- Registered
- 2 October 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 3 October 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 სექტემბრის № 3497642 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 02 ოქტომბერს №AR1634390 განცხადებით მომართეს რევაზ ებრალიძემ და გივი კაპანაძემ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 04 სექტემბრის №3497642 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №3133010 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ზარზმის ქუჩა N 35, მიმდებარედ, ნაკვეთი 28/018; ქალაქი თბილისში, ქუჩა ზარზმა N35, N01.11.05.028.018 და 01.11.05.028.001 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2017 წლის 04 სექტემბრის №3497642 ბრძანებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №3133010 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და დაფიქსირდა განახლებული საკადასტრო გეგმა (საკადასტრო კოდი: #01.11.05.028.040, რეგისტრაციის ნომერი: 882017765250 , რეგისტრაციის თარიღი: 24/08/ 2017 წ.) და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ასევე საკადასტრო კოდად დაფიქსირდა: 01.11.05.028.040, ხოლო, ფართობი - 1577 კვ.მ. განმცხადებლების განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 04 სექტემბრის №3497642 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საკადასტრო ერთეულების გაერთიანების შედეგად, საპროექტო მიწის ნაკვეთს საზოგადოებრივი სივრცე ესაზღვრება სამი მხრიდან. შესაბამისად, უკანა ეზოს დადგენის საჭიროება არ არსებობდა და სამსახურის 2017 წლის 04 სექტემბრის №3497642 ბრძანებით ასევე უნდა მომხდარიყო უკანა ეზოს დადგენის შესახებ ჩანაწერის ამოღება სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №3133010 ბრძანებიდან. სამსახურმა შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული საკადასტრო ერთეულების გაერთიანების შედეგად, შეიცვალა საპროექტო მიწის ნაკვეთის როგორც ფართობი ასევე კონფიგურაცია, რომლის აღმოსავლეთით არსებული დაურეგისტრირებელი ნაწილი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცეს. შესაბამისად საჭირო იყო სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №3133010 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებიდან უკანა ეზოს ჩანაწერის ამოღება და საზოგადოებრივი საზღვრის, როგორც სამხრეთ-დასავლეთით დაურეგისტრირებელი სივრცის მხრიდან და ჩრდილო-დასავლეთით გზის მხრიდან, ასევე აღმოსავლეთით დაურეგისტრირებელი სივრცის მხრიდან დაფიქსირება. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 სექტემბრის № 3497642 ბრძანებაში და სარეზოლუციო ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №3133010 ბრძანებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენბლოდ გამოყენების პირობებიდან ამოღებულ იქნას ჩანაწერი უკანა ეზოს დადგენის შესახებ“ და „საზოგადოებრივი საზღვარი განისაზღვროს სამხრეთ-დასავლეთით დაურეგისტრირებელი სივრცის მხრიდან, ჩრდილო-დასავლეთით გზის მხრიდან და აღმოსავლეთით არსებული დაურეგისტრირებელი სივრცის მხრიდან“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 04 სექტემბრის №3497642 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №3133010 და 2017 წლის 04 სექტემბრის №3497642 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 3 October 2018Decision4200242 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal