OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ქუჩა კასპის

AR1634765Construction permitOther use3 October 2018- Isani
Sign in to follow

Decision

Decision number
4231438
Decision date
23 October 2018
Outcome
Refused
Construction period
11 May 2017 – 11 May 2019
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვალერიან დუდუჩავა
Developer (company ID)
401988756

Parcel

Cadastral code
01.17.13.001.037
Owner
შპს "პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია" (204861961)
Area
507 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

  • Zone
    Special
    Sub-zone
    specz-1
    K1
    0
    K2
    0
    Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1634765
Status
Rejected
Registered
3 October 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
20 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 23 October 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 03 ოქტომბრის №AR1634765 განცხადება, რომლითაც ითხოვთ სამსახურის 2017 წლის 11 მაისის №3255557 ბრძანების არარად აღიარებას. პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2017 წლის 11 მაისის №3255557 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, კასპის ქუჩა, "შპს ,,დომინანტი""-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.17.13.001.037) კლინიკის (სამედიცინო ჯანდაცვის ობიექტი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 11 მაისიდან 2019 წლის 11 მაისის ჩათვლით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ: ა) შეუძლებელია მისი გამომცემი ორგანოს დადგენა, ბ) გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ, გ) მისი შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო, დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკამყოფილოს თქვენი მოთხოვნა სამსახურის 2017 წლის 11 მაისის №3255557 ბრძანების არარად აღიარებასთან დაკავშირებით. ასევე განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–60 პრიმა მუხლით განსაზღვრულია აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები. კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 79-ე მუხლის მე–11 პუნქტის თანახმად, თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება თბილისის მერთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ თვლით, რომ სამსახურის 2017 წლის 11 მაისის №3255557 ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და იგი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს თქვენს კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 23 October 2018Decision4231438 - Refused

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal