OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი , ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, ნაკვეთი 01/226

AR1634993Construction permitOther use4 October 2018- Nutsubidze
Sign in to follow

Decision

Decision number
4210423
Decision date
10 October 2018
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თემური ჭრიკიშვილი
Developer (company ID)
405253292

Parcel

Cadastral code
01.14.15.001.367
Owner
ვარლამ ლიპარტელიანი (P/N: *********47)
Area
1,775 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1634993
Status
Approved
Registered
4 October 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 October 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3163715 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 4 ოქტომბერს №AR1634993 განცხადებით მომართეს თემურ ჭრიკიშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3163715 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3163715 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ/ ქალაქ თბილისში , ნუცუბიძე - ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, ნაკვეთი 01/226, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.15.001.367), მრავალფუნქციური კომპლექსი/სპორტული დარბაზის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 24.03.2017 წ-დან 24.09.2020 წ-ის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებლები ითხოვენ ტექნიკური შეცდომის გასწორებას სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3163715 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად 10509.5 კვ.მ-ის ნაცვლად 9755.2 კვ.მ-ის, საცხოვრებელი ფართობად 4847.5 კვ.მ-ის ნაცვლად 4307.5 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1790.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1682.5 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 916.8 კვ.მ-ის ნაცვლად 811.9 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1624.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1622.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3163715 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3163715 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 9755.2 კვ.მ, საცხოვრებელი ფართობად 4307.5 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 1682.5 კვ.მ, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი 811.9 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად 1622.8 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3163715 ბრძანებით შეთანხმებული -9,30, -6,20, -3,10, +4,40, +7,70, +11.00, +14,30, +17.60, +20.90 და +27,50 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს 2018 წლის 4 ოქტომბრის №AR1634993 განცხადებაზე წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3163715 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 24 მარტის №3163715 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 10 October 2018Decision4210423 - Granted
  3. 4 October 2018Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal