OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გლდანის საცხოვრებელი რაიონი , I კვარტლის მიმდებარედ , (ნაკვეთი N1/40)

AR1639473Construction permitOther use23 October 2018- Gldani
Sign in to follow

Decision

Decision number
4267579
Decision date
16 November 2018
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით გვასალია
Developer (company ID)
200239786

Parcel

Cadastral code
01.11.13.001.100
Owner
შპს საერთაშორისო აკადემია გუმა-მერიდიანი (200239786)
Area
1,900 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1639473
Status
Approved
Registered
23 October 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
24 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 16 November 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის №3364171 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ –ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 23 ოქტომბერს NAR1639473 განცხადებით მომართეს დავით გვასალიამ და ჯემალ ხარებავამ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის №3364171 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის №3364171 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გლდანის საცხოვრებელი რაიონი, I კვარტლის მიმდებარედ, (ნაკვეთი N1/40), შპს "საერთაშორისო აკადემია გუმა-მერიდიანი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.11.13.001.100) საგანმანათლებლო დაწესებულების არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 30 ივნისიდან 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებლები ითხოვენ სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის №3364171 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 165.27 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 796.19 კვ.მ, სასწავლო აუდიტორიის ფართობი 1578.43 კვ.მ-ის ნაცვლად - 1523.09 კვ.მ. საერთო ფართობი 2196.14 კვ.მ-ის ნაცვლად - 2771.72 კვ.მ. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია შესწორებული გეგმები. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართების დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის №3364171 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 796.19 კვ.მ, სასწავლო აუდიტორიის ფართობი: 1523.09 კვ.მ. საერთო ფართობი: 2771.72 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის №3364171 ბრძანებით შეთანხმებული -2.70, 0.00, 3.10, 6.20, 9.30, 12.40, 15.50 და 16.90 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს 2018 წლის 23 ოქტომბრის NAR1639473 განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის №3364171 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის №3364171 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 16 November 2018Decision4267579 - Granted
  3. 14 November 2018City answer
  4. 14 November 2018Files uploaded
  5. 23 October 2018Files uploaded

Documents

Other files2

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal