ქალაქი თბილისი , ქუჩა ვაზისუბნის , N 38 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ვაზისუბანი , N 36
Decision
- Decision number
- 4249736
- Decision date
- 5 November 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ლურსმანაშვილი
- Organization
- 24051
- Developer (company ID)
- 405120989
Parcel
- Cadastral code
- 01.10.12.023.023
- Owner
- ნანული კასრაძე (P/N: *********73)
- Area
- 1,199 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.12.023.023Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1640110
- Status
- Approved
- Registered
- 26 October 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 10 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 5 November 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 აგვისტოს №4098946 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 26 ოქტომბერს №AR1640110 განცხადებით მომართა გიორგი ლურსმანაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 01 აგვისტოს №4098946 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 აგვისტოს №4098946 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ვაზისუბნის ქუჩა N38-ში, ქ. თბილისში, ვაზისუბნის ქუჩა N36-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.12.023.023), დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სახლი ოფისით) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2018 წლის 15 აგვისტოს №4121009 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 აგვისტოდან 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 01 აგვისტოს №4098946 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენბლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, აუზის ფართობი (3854.2 კვ.მ) არასწორად არის დაფიქსირებული, რადგან შეთანხებული არქიტექტურული პროექტით აუზის მოწყობა გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, ითხოვს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან აუზის ფართობის (3854.2 კვ.მ) ამოღებას. რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებას და 9247.9 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 5393.7 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში შეცდომით იქნა დაფიქსირებული აუზის ფართობი, ვინაიდან, სამსახურის 2018 წლის 01 აგვისტოს №4098946 ბრძანებით შეთანხებული არქიტექტურული პროექტი აუზის მოწყობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკური შეცდომის გასწორება სამსახურის 2018 წლის 01 აგვისტოს №4098946 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 აგვისტოს №4098946 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი: 5393.7 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას აუზის ფართობი: 3854.2 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 აგვისტოს №4098946 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 აგვისტოს №4098946 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 5 November 2018Decision4249736 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal