OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა კასპის

AR1640333Construction permitOther use5 November 2018- Isani
Sign in to follow

Applicant

Name
ვალერიან დუდუჩავა
Developer (company ID)
401988756

Parcel

Cadastral code
01.17.13.001.037
Owner
შპს "პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია" (204861961)
Area
507 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026

Plots and zoning

  • Zone
    Special
    Sub-zone
    specz-1
    K1
    0
    K2
    0
    Special zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
    K3
    0

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1640333
Status
Approved
Registered
5 November 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
22 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 27 November 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 მაისის №3255557 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 05 ნოემბერს №AR1640333 განცხადებით მომართეს ვალერიან დუდუჩავამ და ქეთევან ტაბუცაძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 მაისის №3255557 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 11 მაისის №3255557 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, კასპის ქუჩაზე, შპს ,,დომინანტი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.13.001.037) კლინიკის (სამედიცინო ჯანდაცვის ობიექტი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 11 მაისიდან 2019 წლის 11 მაისის ჩათვლით. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: N 892017135172 - 24/11/2017 18:12:19; მომზადების თარიღი: 29/11/2017 17:32:43) ქ. თბილისში, კასპის ქუჩაზე N 01.17.13.001.037 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,დომინანტი’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 401988756). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს ,,დომინანტი’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 401988756 ) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ქეთევან ტაბუცაძე (პ/ნ: 01026007753). განმცხადებლების მიერ წარმოდგენილია ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საპროექტო მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ნაწარმოები არ არის. განმცხადებლების განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული 2017 წლის 11 მაისის №3255557 ბრძანების შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და ითხოვს სამსახურის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს მოქალაქეების ვალერიან დუდუჩავას და ქეთევან ტაბუცაძის 2018 წლის 05 ნოემბერი №AR1640333 განცხადება. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 11 მაისის №3255557 ბრძანება. შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 5 November 2018Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal