ქალაქი თბილისი , ქუჩა ხოშარაული , N 28 , (ნაკვეთი N8/20)
Decision
- Decision number
- 4277084
- Decision date
- 26 November 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალი ბადიროვი
- Developer (company ID)
- 402084196
Parcel
- Cadastral code
- 01.13.05.008.020
- Owner
- შპს "ბალტიკ რეკ" (202360159)
- Area
- 5,988 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.05.008.020Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1641620
- Status
- Approved
- Registered
- 2 November 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 24 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 November 2018City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის №4036388 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 02 ნოემბერს №AR1641620 განცხადებით მომართა ალი ბადიროვმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის №4036388 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის №4036388 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - დიდუბე, ხოშარაულის ქუჩა N 28-ში, (ნაკვეთი N8/20), შპს "გრეით ჰაუსი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N 01.13.05.008.020), მრავალფუნქციური ობიექტის (საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე, საბავშვო ბაღი) არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 26.06.2018 წ-დან 26.06.2021 წ-ის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 02 ოქტომბრის №4196835 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის №4036388 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 16280.52 კვ.მ, საოფისე ფართობად 3483.44 კვ.მ, კომერციულ ფართობად 4297.45 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 3800.42 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 3679.03 კვ.მ, დამხმარე ფართობად 3437.59 კვ.მ, საერთო ფართობად 44949.69 კვ.მ. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის №4036388 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს: დამხმარე ფართობად 3437.59 კვ.მ-ის ნაცვლად 453.0 კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 3679.03 კვ.მ-ის ნაცვლად 6663.62 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის №4036388 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის №4036388 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: დამხმარე ფართობად დაფიქსირდეს 453.0 კვ.მ, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 6663.62 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის №4036388 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის №4036388 და 2018 წლის 02 ოქტომბრის №4196835 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 26 November 2018Decision4277084 - Granted
- 2 November 2018Files uploaded
- 2 November 2018Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal