OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , დაბა ზაჰესი

AR1641734Construction permitOther use2 November 2018- Zahesi
Sign in to follow

Decision

Decision number
4253460
Decision date
7 November 2018
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით სიხარულიძე
Developer (company ID)
404916560

Parcel

Cadastral code
72.12.01.761
Owner
შპს "გოლდ გურია" (404916560)
Area
5,000 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1641734
Status
Not reviewed
Registered
2 November 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
5 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 7 November 2018City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 02 ნოემბრის AR1641734 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, დაბა ზაჰესში მდებარე მიწის ნაკვეთძე (საკადასტრო კოდი: 72.12.01.761) სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილებას, პასუხად გაცნობებთ, რომ ტერიტორია მდებარეობს სარეკრეაციო ზონა 3-ში, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი გამოყენების ტერიტორიებს; აღნიშნულ ზონაში თქვენ მიერ მოთხოვნილი ფუნქციური დანიშნულების ობიექტი (მარცვლეულის შესანახად განკუთვნილი სასოფლო სამეუერნეო დანიშნულების საწყობი) დასაშვებია იმ შემთხვევაში თუკი უზრუნველყოფს ზონისა და მასში დაშვებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირებას. მისი დამოუკიდებლად განვითარება ვერ მოხდება. სარეკრეაციო ზონა 3-ისთვის დასაშვები სახეობებია: სარეკრეაციო ზონა 3 (რზ-3) ა) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობები:  პარკი;  ბაღი;  სკვერი;  ბულვარი;  მცირე არქიტექტურული ფორმები: საპარკო პავილიონი, როტონდა, ფანჩატური, პერგოლა, ურნა, ტრელაჟი, საბავშვო მოედანი, შედრევანი, დეკორატიული აუზი, წყლის სასმელი შადრევანი, კასკადი, არხი, ღია კიბე და პანდუსი, საყრდენი კედელი და სხვა;  სკულპტურულ-არქიტექტურული მონუმენტი;  სპორტული მოედანი;  პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი;  ჯიხური ან/და დროებითი პავილიონი (სავაჭრო ან/და საგამოფენო);  საწყალოსნო ობიექტი (ნავმისადგომი, ელინგი);  დასასვენებელი სახლი;  დასვენების ბანაკი და ბაზა;  სასკოლო და სკოლამდელი ასაკის საბავშვო სპეციალიზირებული (სახელოვნებო, შშმპ და სპორტული) დაწესებულებები;  დასვენების ბანაკი და ბაზა;  სანატორიუმი;  სასტუმრო.  საზოგადოებრივი ტუალეტი; ბ) ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საგამონაკლისო დასაშვები სახეობები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას:  სააგარაკე-დასასვენებელი საცხოვრებელი სახლი;  სამაყურებლო ობიექტი (ესტრადა, ამფითეატრი, საგამოფენო დარბაზი, კინოთეატრი);  მოხუცთა, ბავშვთა და სხვათა ინტერნატი;  საავადმყოფო;  პოლიკლინიკა;  ამბულატორია;  სპორტული შენობა-ნაგებობა (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზები);  ატრაქციონი;  კაფე, რესტორანი;  ზონისა და მასში დაშვებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონერებისთვის განკუთვნილი ადმინისტრაციული შენობა, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, სახელოსნოები, გარაჟები და საწყობები); მხოლოდ ზონისთვის შესაბამისი ფუნქცის შერჩევის შემთხვევაში შეძლებს სასმსახური იმსჯელოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანის კუთხით. ასევე, ვინაიდან ითხოვთ ახალი ფუნქციური დანიშNულების ობიექტის განთავსებას მიწის ნაკვეთზე, საჭიროა წარმოდგენილ იქნას საინფორმაციო დაფა-ბანერი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 40-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოსადგენად თქვენ გეძლევათ გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობიდან 30 სამუშაო დღე. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი 2018 წლის 02 ნოემბრის AR1641734 განცხადება დარჩება განუხილველი.

    Show more
  2. 7 November 2018Decision4253460 - Other

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal