ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის IV მ/რ , N13-ის მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის IV მ/რ , კორპუსი N13-ის მიმდებარედ
- Total floor area
- 22,485.8 m²
- Building footprint
- 1,808.1 m²
- Residential area
- 13,302.4 m²
- Plot area
- 2,835 m²
- Height
- 64 m
- Depth below ground
- 12.8 m
- Building volume
- 80,019 m³
Figures as the applicant entered them in the form; not verified.
Decision
- Decision number
- 4266759
- Decision date
- 16 November 2018
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დიმიტრი თოდუა
- Developer (company ID)
- 205275165
People
- Client
- Name
- დიმიტრი თოდუა
- Personal number
- *********65
- Organization
- შპს ლიდერ გრუპი
- Company code
- 205275165
- Chief architect
- Name
- გიორგი ნანსყანი
- Personal number
- *********55
- Organization
- შპს "ნიუ სითი დეველოფმენთ"
- Company code
- 205249248
- Co-authors
- Name
- დავით პაპიძე
The people the applicant named in the application form.
Parcel
- Cadastral code
- 01.14.02.010.079
- Owner
- შპს "ლიდერ გრუპი" (205275165)
- Area
- 2,835 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.02.010.079Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1644221
- Status
- Rejected
- Registered
- 14 November 2018
- Type
- Change to approved project
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 16 November 2018City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2018 წლის 14 ნოემბრის №AR1644221 განცხადება და პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2016 წლის 01 დეკემბრის №2924939 ბრძანებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები №01.14.02.010.065 და №01.14.02.010.055 საკადასტრო ერთეულებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსებისათვის. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 17 ნოემბრის №1-2223 ბრძანებით, ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში, №13 კორპუსის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთებისთვის განაშენიანების კოეფიციენტის (კ1) და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გადამეტების მიზნით, გაიცა სპეციალური ზონალური შეთანხმება საპროექტო წინადადებით წარდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვრა კ1=0.6, კ2=6.0. სამსახურის 2017 წლის 16 აგვისტოს №3476695 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2016 წლის 01 დეკემბრის №2924939 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საპროექტო მიწის ნაკვეთად დაფიქსირდა №01.14.02.010.079 საკადასტრო ერთეული. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №3621629 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის თანახმად, საპროექტო შენობის საერთო ფართობი შეადგენს 9221.1 კვ.მს. „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 ნოემბრის №498 დადგენილებით საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში შესული ცვლილების თანახმად, ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომელთა მიმართაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი ან წარდგენილია განაცხადი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წინამდებარე წესები უფრო ხელსაყრელ პირობებს ითვალისწინებს და მის გამოყენებაზე მოთხოვნას აყენებს განმცხადებელი. აღნიშნულ ობიექტებზე გავრცელდება ამ დადგენილების ამოქმედებამდე მოქმედი კანონმდებლობა. შესაბამისად, ყველა იმ ობიექტზე, რომელთა მიმართაც 2017 წლის 16 ნოემბრამდე არ შეთანხმებულა არქიტექტურული პროექტი ან არ არის წარდგენილი განაცხადი არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე ან/და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა. სამსახურში შემოსული 2018 წლის 12 იანვრის №AR1570007, 2018 წლის 18 თებერვლის №AR1578462 და 31 მარტის AR1589785 განცხადებებით მოთხოვნილ იქნა შეთანხმებული არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანა და დამატებით ახალი შენობის განთავსება. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანხმად, ცვლილება ითვალისწინებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უკვე შეთანხმებული შენობის ტოლფასი მოცულობის მეორე ბლოკის დამოუკიდებელ შენობად განთავსებას. აღნიშნული ასევე დასტურდებოდა როგორც წარმოდგენილი გეგმებით, ასევე შპს „ჯორჯიან კონტემპორარი კონსტრაკშენის“ 2017 წლის 16 ნოემბრის საექსპერტო დასკვნით. განცხადება არ დაკმაყოფილდა სამსახურის 2018 წლის 25 იანვრის №3787374, 2018 წლის 19 მარტის №3874267 და 31 მარტის AR1589785 გადაწყვეტილებებით, ვინაიდან, მოთხოვნა ითვალისწინებდა ახალ მშენებლობას და შესაბამისად, არ წარმოადგენდა პროექტის კორექტირებას. ამავე გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ საჭიროა მოთხოვნა დაყენებული იქნას ახალი მშენებლობის კუთხით და საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავდეს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად. განსახილველი განცხადების ფარგლებში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია, ისევე როგორც 2018 წლის 12 იანვრის №AR1570007, 2018 წლის 18 თებერვლის №AR1578462 და და 31 მარტის AR1589785 განცხადებებით წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტი, ითვალისწინებს დამატებით სამსახურის 2017 წლის 18 ოქტომბრის №3621629 ბრძანებით შეთანხმებული შენობის ტოლფასი გაბარიტების ახალი მოცულობის განთავსებას, ამჯერად, შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საძირკვლის გამოყენებით. საპროექტო შენობის საერთო ფართობი შეადგენს 22485.8 კვ.მ-ს. საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული მშენებლობით იმდენად არსებითად იცვლება შეთანხმებული შენობა, რომ წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტი არ შეიძლება განხილული იქნას როგორც შეთანხმებული შენობის საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილება. განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოები წარმოადგენს ახალი მშენებლობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველს. ამასთან, აშკარაა, რომ 2018 წლის 12 იანვრის №AR1570007, 2018 წლის 18 თებერვლის №AR1578462 და და 31 მარტის AR1589785 განსახილველი განცხადებებით წამოდგენილი სახით მოთხოვნის დაყენების მიზანს წარმოადგენს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვისგან თავის არიდება. „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მიზანია მინიმალური პირობების შექმნა საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, რასაც უზრუნველყოფს გასასვლელი საშუალებები, სანიტარული პირობები, სათანადო განათება და განიავება, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვა, ასევე, მეხანძრემაშველებისა და მაშველების უსაფრთხოება საგანგებო ვითარებებისას. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირო-ბების დადგენა ხორციელდება შემდეგი ძირითადი პრინციპებით: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ვინაიდან, აღნიშნული ითვალისწინებს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა გვერდის ავლით, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის კორექტირების ფარგლებში დამატებითი ობიექტის/მოცულობის განთავსებას.
Show moreShow less
- 16 November 2018Decision4266759 - Refused
- 14 November 2018Files uploaded
- 14 November 2018Files uploaded
Documents
Drawings and project files6
Other files8
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal