ქალაქი თბილისი , გურამიშვილის გამზირსა და გუდამაყრის ქუჩის კუთხეში, (ნაკვ.9/2) ; ქალაქი თბილისი , გურამიშვილის გამზირსა და გუდამაყრის ქუჩის კუთხეში
Decision
- Decision number
- 4277254
- Decision date
- 26 November 2018
- Outcome
- Granted
- Construction period
- 24 months
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თენგიზი ესიავა
- Developer (company ID)
- 402042730
Parcel
- Cadastral code
- 01.12.07.009.039
- Owner
- შპს სან დეველოფმენთი (402042730)
- Area
- 1,789 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.12.07.009.039Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1644612
- Status
- Approved
- Registered
- 16 November 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 10 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 26 November 2018City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის №4001676 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 16 ნოემბერს №AR1644612 განცხადებით მომართა თენგიზ ესიავამ. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის №4001676 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის №4001676 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზირსა და გუდამაყრის ქუჩის კუთხეში, (ნაკვ.9/2) / ქალაქი თბილისში, გურამიშვილის გამზირსა და გუდამაყრის ქუჩის კუთხეში, შპს სან დეველოფმენთის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: N01.12.07.009.039), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 08 ივნისიდან 2018 წლის 08 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 08 ივნისიდან 2020 წლის 08 ივნისის ჩათვლით’’ ნაცვლად მიეთითა მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 08 ივნისიდან 2018 წლის 08 სექტემბრის ჩათლით’’. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 14 მაისის №AR1600536 განცხადებაზე წარმოდგენილი მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკის მიხედვით, მშენებლობის მოქმედების ვადა სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის №4001676 ბრძანებით უნდა განსაზღვრულიყო 24 თვით 2020 წლის 08 ივნისის ჩათვლით, მაგრამ ტექნიკური შეცდომის გამო განისაზღვრა არასწორად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის №4001676 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს მოქალაქე თენგიზ ესიავას 2018 წლის 16 ნოემბრის №AR1644612 განცხადება. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის №4001676 ბრძანებაში, კერძოდ: ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 08 ივნისიდან 2020 წლის 08 ივნისის ჩათვლით’’. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის №4001676 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 08 ივნისის №4001676 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 26 November 2018Decision4277254 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal