ქალაქი თბილისი , მექანიზაციის ქუჩა N1
Decision
- Decision number
- 4295534
- Decision date
- 7 December 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- იური სულაბერიძე
- Developer (company ID)
- 204549836
Parcel
- Cadastral code
- 01.12.12.002.069
- Owner
- შპს "ერთობა +" (204549836)
- Area
- 2,600 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.12.12.002.069Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1644878
- Status
- Approved
- Registered
- 16 November 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 7 December 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3953712 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 16 ნოემბერს NAR1644878 განცხადებით მომართეს იური სულაბერიძემ და იმედა აფციაურმა და მოითხოვეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3953712 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3953712 ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ნაძალადევი, მექანიზაციის ქუჩა N1-ში, კერძო საკუთრების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.12.12.002.069) არსებული შენობა–ნაგებობების (შენობა N1/2, N2/1; N3/1; N6/1; N7/1 და N8/1) დემონტაჟის პროექტი და გაიცა დემონტაჟის ნებართვა. დემონტაჟის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 10 მაისიდან 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3953712 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შპს "ერთობა +" (204549836). სამსახურის მონაცემთა ბაზებში ფიქსირდება იური სულაბერიძის 2018 წლის 30 ნოემბრის AR1644879 განცხადება არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე. აღნიშნულ განცხადებზე წარმოდგენილი კალენდარული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულია არსებული შენობების სრული დემონტაჟი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: N892017144067, მომზადების თარიღი: 28/11/2017 13:47:37) მექანიზაციის ქუჩა N1-ში, N01.12.12.002.069 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "ერთობა +" (204549836). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადების რეგისტრაცია - B18031562, მომზადების თარიღი: 21/03/2018 14:57:44) შპს „ერთობა +“-ის (204549836) დირექტორია იმედა აფციაური (პ/ნ 01019009982), რომელიც დარეგისტრირებულია თანაგანმცხადებლად. განმცხადებლების მიერ წარმოდგენილია საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. განმცხადებლების განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტის შესაბამისად დემონტაჟის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვენ სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3953712 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, ვინაიდან მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აღარ აქვს ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე დემონტაჟის განხორციელების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა, სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3953712 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს იური სულაბერიძის და იმედა აფციაურის 2018 წლის 16 ნოემბრის NAR1644878 განცხადება. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 10 მაისის №3953712 ბრძანება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 7 December 2018Decision4295534 - Granted
- 23 November 2018City answer
- 23 November 2018Files uploaded
Documents
Other files1
- arsebuli foto.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal