ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი
Decision
- Decision number
- 4279348
- Decision date
- 27 November 2018
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მერაბ მარსაგიშვილი
- Developer (company ID)
- 438726050
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.035.440
- Owner
- მერაბ მარსაგიშვილი (P/N: *********73)
- Area
- 1,200 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.035.440Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-3
- K1
- 0.7
- K2
- 0
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1645695
- Status
- Not reviewed
- Registered
- 21 November 2018
- Type
- New construction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 27 November 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: 1. საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ 24-ე და 25-ე მუხლების თანახმად "საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზეც. ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტზე დიდი არ უნდა იყოს". აღნიშნული უნდა განხორციელდეს თითოეულ სიბრტყეზე ცალ-ცალკე დამოუკიდებლად. "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომოთ (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. ზემოაღნიშნულის გათვალსიწინებით კარის ღიობის თავზე არსებული რეკლამა ითარგმნოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო კედლებზე არსებულ რეკლამებს მოუნაცვლეთ ადგილი (მარცხნივ უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე შესრულებული აბრა, ხოლო მარჯვნის უცხო ენაზე შესრულებული აბრა). 2. ვინაიდან შენობა, რაზეც უნდა განთავსდეს სარეკლამო აბრა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, საჭიროა წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ( დამკვეთის) თანხმობა განსახორციელებელი სამუშაოების თაობაზე. 3. "განსაზღვრეთ განაცხადის მდებარეობა რუკაზე" ველში – საკადასტრო კოდში მიუთითეთ სარეკონსტრუქციო ფართის მთლიანი საკადასტრო კოდი, წილობრივი მონაცემებით ან „ფაილის მიმაგრების“ ველში აიტვირთოს ფართის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 4. მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება წილობრივი კოდები ფართების, შესაბამისად წარმოდგენილ იქნეს იმ ფართის წილობრივი ამონაწერი, რომელზეც დაგეგმილია საპროექტო სამუშაოები. გაითვალისწინეთ, სამსახურს წერილობითი დასტურის გაცემის მოთხოვნით უნდა მომართოს საპროექტო ფართის მესაკუთრემ ან მოსარგებლემ, ან მათმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა. შესაბამისად, წარმოსადგენია განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან შესაძლებელია უფლებამოსილი პირი დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად. თუ სამსახურს მომართავს საპროექტო ფართის მოსარგებლე, საჭიროა წარმოდგენილი იქნეს სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია საჭიროების შემთხვევაში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და საჭიროების შემთხვევაში მესაკუთრის თანხმობა, დამოწმებული სათანადო წესით განსახორციელებელი სამუშაოების თაობაზე, ასევე შესაძლებელია დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად. გაითვალისწინეთ, რომ საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, 1 წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულება საჭიროებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. ვინაიდან შენობა მშენებარეა წარმოსადგენია მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დამკვეთის თანხმობა განსახორციელებელი სამუშაოების თაობაზე ან უფლებამოსილი პირი დარეგისტრირდეს თანაგანმცხადებლად. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი
Show moreShow less
- 27 November 2018Decision4279348
- 21 November 2018Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal