ქალაქი თბილისი , ქუჩა ვალენტინ თოფურიძის , N 31-ის მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, (ნაკვეთი 06/026)
Decision
- Decision number
- 4306100
- Decision date
- 14 December 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ქეთევან ზერეკიძე
- Developer (company ID)
- 405244418
Parcel
- Cadastral code
- 01.10.18.006.186
- Owner
- შპს ფრეშ ფროფერთი (405244418)
- Area
- 1,947 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.10.18.006.186Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1645774
- Status
- Approved
- Registered
- 21 November 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 5
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 14 December 2018City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 14 სექტემბრის №4170239 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 21 ნოემბერს NAR1645774 განცხადებით მომართა ქეთევან ზერეკიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 14 სექტემბრის №4170239 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 14 სექტემბრის №4170239 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა ვალენტინ თოფურიძის, N31-ის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, ნუცუბიძე-ვაშლიჯვარის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, (ნაკვეთი 06/026), შპს ფრეშ ფროფერთის (405244418) საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.18.006.186), მრავალბინიანი საცხოვებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო 2018 წლის 19 სექტემბრის №4177326 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 20 სექტემბრიდან 2021 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2018 წლის 14 სექტემბრის №4170239 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 3513.3 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 3084.2 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 429.1 კვ.მ-ის ნაცვლად 425.6 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 429.8 კვ.მ-ის ნაცვლად 397.7 კვ.მ. ხოლო საერთო ფართობი 6094.1 კვ.მ-ის ნაცვლად 5629.4 კვ.მ. ასევე, გენ-გეგმაზე შეცდომით არის დატანილი ავტოსადგემების ნუმერაცია. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია შესწორებული გეგმები და გენ-გეგმა. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება ფართობების დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 14 სექტემბრის №4170239 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 3084.2 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 425.6 კვ.მ. კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 397.7 კვ.მ. საერთო ფართობი: 5629.4 კვ.მ. სამსახურის 2018 წლის 14 სექტემბრის №4170239 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. სამსახურის 2018 წლის 14 სექტემბრის №4170239 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გენ-გეგმით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 14 სექტემბრის №4170239 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 14 სექტემბრის №4170239 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 14 December 2018Decision4306100 - Granted
- 13 December 2018City answer
- 13 December 2018Files uploaded
- 11 December 2018City answer
- 11 December 2018Files uploaded
- 11 December 2018Files uploaded
- 30 November 2018City answer
- 26 November 2018City answer
- 26 November 2018Files uploaded
Documents
Other files4
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal