OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , ფარნავაზ მეფის გამზირი , I და II მ/რ-ის მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , დიდი დიღომის საცხოვრებელ რაიონში, ფარნავაზის ქუჩაზე , I და II მ/რ-ს შორის ასასვლელი გზის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი , ფარნავაზ მეფის ქუჩის მიმდებარედ

AR1647137Construction permitOther use29 November 2018- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
4289228
Decision date
4 December 2018
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი მუხიაშვილი
Developer (company ID)
405231208

Parcel

Cadastral code
01.10.06.006.291
Owner
შპს ეკო დეველოპმენტი (405231208)
Area
1,770 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1647137
Status
Rejected
Registered
29 November 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
5 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 4 December 2018City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 ივნისის N1-1422 ბრძანებაში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 29 ნოემბერს №AR1647137 განცხადებით მომართეს გიორგი მუხიაშვილმა და ანა ომიაძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 ივნისის N1-1422 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 ივნისის N1-1422 ბრძანებით ქ. თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის დასახლება, ფარნავაზ მეფის გამზირი I და II მიკრორაიონების მიმდებარედ/დიდი დიღმის საცხოვრებელ რაიონში, ფარნავაზის ქუჩაზე I და II მიკრორაიონებს შორის ასასვლელი გზის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებს (საკადასტრო კოდები: N01.10.06.006.229, N01.10.06.006.011), მრავალფუნქციური შენობის განთავსების მიზნით, მიენიჭა ინდივიდუალური ქალაქმშენებლობითი პარამეტრები. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 17 ოქტომბრის Nბ01.01182906 ბრძანებით ცვლილება შევიდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 ივნისის N1-1422 ბრძანებაში და N01.10.06.006.229 და N01.10.06.006.011 საკადასტრო კოდების ნაცვლად დაფიქსირდა - N01.10.06.006.257. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 ივნისის N1-1422 ბრძანებაში ცვლილების შეტანა საკადასტრო კოდის ცვლილებასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 ივნისის N1-1422 ბრძანება წარმოადგენს არა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, არამედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 ივნისის N1-1422 ბრძანებაში. დამატებით გაცნობებთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს რეორგანიზაციის შედეგად, გამოეყო ურბანული დაგეგმარების ფუნქციები და ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომლის ფუნქციები განსაზღვრულია „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-16 დადგენილების შესაბამისად. ამავე დადგენილების მიხედვით, სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემისთვის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ მიერ წინამდებარე განცხადებაში აღნიშნული საკითხის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 4 December 2018Decision4289228 - Refused

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal