OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , რაიონი სამგორი , ნაკვეთი N42

AR1648617Construction permitOther use6 December 2018- Samgori
Sign in to follow

Applicant

Name
მაჰმუდ ფარზინ
Developer (company ID)
402093845

Parcel

Cadastral code
01.19.36.014.366
Owner
კობა შერმაზანაშვილი (P/N: *********10)
Area
615 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1648617
Status
Approved
Registered
6 December 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
8 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 14 December 2018City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის №3716777 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 06 დეკემბერს №AR1648617 განაცხადით მომართა მაჰმუდ ფარზინმა და ამავე სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №3473883, 2017 წლის 17 ნოემბრის №3686864 და 2017 წლის 05 დეკემბრის №3716777 ბრძანებებში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება მოითხოვა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №3473883 ბრძანებით ქალაქი თბილისში, რაიონი სამგორი, ნაკვეთი N42, N01.19.36.014.366 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2017 წლის 17 ნოემბრის №3686864 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქი თბილისი, სექტორი სამგორი, რაიონი სამგორი, ნაკვეთი N42, მოქალაქე კობა შერმაზანაშვილის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №01.19.36.014.366), საყოფაცხოვრებო მომსახურეობის ობიექტის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2017 წლის 05 დეკემბრის №3716777 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 05 დეკემბრიდან 2019 წლის 05 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებებში დამკვეთად დაფიქსირდა კობა შერმაზანაშვილი (პ/ნ 12003000010). წარმოდგენილი განაცხადით მოთხოვნილია სამსახურის 2017 წლის 24 აგვისტოს №3473883, 2017 წლის 17 ნოემბრის №3686864 და 2017 წლის 05 დეკემბრის №3716777 ბრძანებებში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილება და დამკვეთად კობა შერმაზანაშვილის (პ/ნ 12003000010) ნაცვლად, შპს „კია“-ს (402093845) დაფიქსირება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა, II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის მიერ დამკვეთის უფლებამოსილების გამოკლველვა ხორციელდება არა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების და არქიტექტურული პროექტის შეთანხმების ეტაპზე, არამედ მშენებლობის ნებართვის გაცემისას. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია 2017 წლის 24 აგვისტოს №3473883 და 2017 წლის 17 ნოემბრის №3686864 ბრძანებებში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილების შესაძლებლობას. რაც შეეხება სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის №3716777 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ცვლილების საკითხს, საჯარო რეესტრის ამონაწერის - (განაცხადის რეგისტრაცია – №892018746119, მომზადების თარიღი: 24/08/2018 18:57:51) თანახმად, ქალაქი თბილისში, რაიონი სამგორი, ნაკვეთი N42-ში მდებარე, N01.19.36.014.366 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „კია“-ს (402093845) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B18130274, მომზადების თარიღი: 02/10/2018 11:58:44), შპს „კია“-ს (402093845) დირექტორია მაჰმუდ ფარზინი. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღეისათვის, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „კია“-ს (402093845) საკუთრებას, რომლის უფლებამოისილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2017 წლის 05 დეკემბრის №3716777 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „კია“-ს (402093845) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57–ე დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის №3716777 ბრძანებაში და დამკვეთად კობა შერმაზანაშვილის (პ/ნ 12003000010) ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს „კია“ (402093845). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის №3716777 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 05 დეკემბრის №3716777 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal