ქალაქი თბილისი , ალ. ყაზბეგის გამზირი N15.
Decision
- Decision number
- 4327986
- Decision date
- 3 January 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი ჩირაძე
- Developer (company ID)
- 404465529
Parcel
- Cadastral code
- 01.10.14.010.030
- Owner
- შპს მ2 (404465529)
- Area
- 8,540 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.14.010.030Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1649532
- Status
- Approved
- Registered
- 11 December 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 23 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 3 January 2019City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 11 დეკემბერს №AR1649532 განცხადებით მომართა ირაკლი ჩირაძემ და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-საბურთალო, ალ. ყაზბეგის გამზ. N15-ში საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: №01.10.14.010.030) მრავალფუნქციური კომპლექსის (კომერციული, საოფისე, სასტუმრო, საცხოვრებელი) ბლოკი B, C, E, კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 ნოემბრიდან 2018 წლის 02 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 12 ოქტომბრის № 4210684 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3655028 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 12 ოქტომბრიდან 2019 წლის 12 აპრილის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანებით შეთანხმებული გეგმის ჩანაცვლებას, კერძოდ, იგი განმარტავს, რომ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მიწისპირა სართულის (+0.00 ნიშნულზე) გეგმაზე გამორჩენილია კომერციული სივრცის საზაფხულო ფართობი და აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს +0.00 ნიშნულის გეგმის ჩანაცვლებას 2018 წლის 11 დეკემბრის №AR1649532 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი გეგმა - ნახაზები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე დაფიქსირდა ტექნიკური შეცდომა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანებაში, კერძოდ: აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს 2018 წლის 11 დეკემბერს №AR1649532 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 3 January 2019Decision4327986 - Granted
- 11 December 2018Files uploaded
Documents
Other files1
- BCE BLOCK Model (1).pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal