ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა, N 90
Decision
- Decision number
- 4318573
- Decision date
- 25 December 2018
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ჯანსუღ ვაშაყმაძე
- Developer (company ID)
- 405106503
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.038.424
- Owner
- ჯანსუღ ვაშაყმაძე (P/N: *********62)
- Area
- 3,512 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.038.424Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1650914
- Status
- Approved
- Registered
- 18 December 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 25 December 2018City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3654260 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 18 დეკემბერს №AR1650914 განცხადებით მომართეს ჯანსუღ ვაშაყმაძემ და ბუხუტი ვაშაყმაძემ. განმცხადებლებმა მოითხოვეს სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3654260 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3654260 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N 01.72.14.038.424), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (,,ბ" და ,,ც" ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2018 წლის 08 იანვრის № 3765067 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი N 01.72.14.038.424), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (,,ბ" და ,,ც" ბლოკი) მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 08 იანვრიდან 2022 წლის 08 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3654260 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით კერძოდ: ავტოსადგომის ფართობად 747.4 კვ.მ-ის ნაცვლად 692.00 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 7605.2 კვ.მ-ის ნაცვლად 7606.7კვ.მ-ის, საერთო ფართობად 10736.00 კვ.მ-ის ნაცვლად 10682.1კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3654260 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3654260 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 10682.1კვ.მ; საცხოვრებელ ფართობად 7606.7კვ.მ; ავტოსადგომის ფართობად 692.00 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3654260 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3654260 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 25 December 2018City answer
- 25 December 2018Decision4318573 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal