ქალაქი თბილისი , თაბუკაშვილის ქუჩა N7; 9; 11; 11ა; 16; 18; 19
Decision
- Decision number
- 4346004
- Decision date
- 22 January 2019
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზურაბ თაბუკაშვილი
- Developer (company ID)
- 204959633
Parcel
- Cadastral code
- 01.10.13.015.114
- Owner
- თამარ გოგავა (P/N: *********94)
- Area
- 2,184 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 13 November 2026
Plots and zoning
- 01.10.13.015.114Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1652060
- Status
- Not reviewed
- Registered
- 24 December 2018
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 31 January 2019Files uploaded
- 22 January 2019City answer
2018 წლის 24 დეკემბრის №AR1652060 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 24 დეკემბერს №AR1652060 განცხადებით მომართა ზურაბ თაბუკაშვილმა და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს N03/839 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს N03/839 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, თაბუკაშვილის ქუჩა №7, 9, 11, 11ა, 16, 18, 19-ში ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ამხანაგობა ,,თაბუკაშვილი 88’’-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე N1 და N2 ბლოკების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2007 წლის 13 სექტემბრის №ნ/837 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა №ნ/837-1. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2007 წლიდან 20 სექტემბრიდან 2010 წლის 20 მარტამდე. სამსახურის 2012 წლის 10 ოქტომბრის №386797 ბრძანებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს N03/839 ბრძანებაში საპროექტო შენობის №1 და №2 ბლოკების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში. განმცხადებლის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს N03/839 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, განმცხადებელი განმარტავს, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 06 აგვისტოს N03/839 ბრძანება და ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 27 სექტემბერს №386797 ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაცია ურთიერთშეუსაბამოა და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს ცვლილების შეტანას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი ფუნქციები და ფართები შეუსაბამოა შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან მიმართებაში, აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ სამსახურმა იმსჯელოს საკითხზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, საჭიროა წარმოდგენილ იქნას გეგმები ექსპლიკციებით ფართების და ფუნქციების დატანით, ასევე წარმოდგენილ იქნას შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები მიწის ნაკვეთის ფართობის გარეშე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია, კერძოდ: საჭიროა წარმოდგენილ იქნას გეგმები ექსპლიკციებით ფართების და ფუნქციების დატანით, ასევე წარმოდგენილ იქნას შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები მიწის ნაკვეთის ფართობის გარეშე. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2018 წლის 24 დეკემბრის №AR1652060 განცხადება დარჩეს განუხილველი. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 22 January 2019Decision4346004 - Other
- 24 December 2018Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal