OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ქუჩა მეფე მირიანი , N 9

AR1652615Construction permitOther use27 December 2018- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
4345031
Decision date
22 January 2019
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ილია ხავთასი
Developer (company ID)
404491377

Parcel

Cadastral code
01.10.06.014.016
Owner
ნათია სეხნიაშვილი (P/N: *********48)
Area
1,500 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1652615
Status
Rejected
Registered
27 December 2018
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
26 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 January 2019Decision4345031 - Refused
  2. 22 January 2019City answer

    ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგემარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 19 მაისის № ნ/635 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 27 დეკემბერს №AR1652615 განცხადებით მომართეს ილია ხავთასმა და ირაკლი თუშიშვილმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგემარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 19 მაისის № ნ/635 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგემარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 23 იანვრის № 01/57 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომის I მ/რ-ში ცენტრალური გზის მიმდებარედ, უბანი II, ნაკვ. №1, ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,გიორგი ბრწყინვალე 2007-2’’-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგემარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 19 მაისის № ნ/635 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომის I მ/რ-ში ცენტრალური გზის მიმდებარედ, უბანი II, ნაკვ. №1, ინდ. ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,გიორგი ბრწყინვალე 2007-2’’-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა და № ნ/635-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2008 წლის 23 მაისიდან 2010 წლის 23 აგვისტომდე. სამსახურის 2010 წლის 23 აგვისტოს №4200 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2008 წლის 19 მაისის № ნ/635 ბრძანებაში და № ნ/635-1 მშენებლობის სანებართვო მოწმობაში, კერძოდ ,,ნებართვა ძალაშია 23 აგვისტო 2010 წ’’ შეიცვალა ,,ნებართვა ძალაშია 23 სექტემბერი 2012 წ’’. სამსახურის 2015 წლის 22 აპრილის № 1853550 ბრძანებით მრავაბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 22 აპრილის 2017 წლის 22 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 12 ოქტომბრის № 2237523 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, დიდი დიღომის დასახლება , მიკრო/რაიონი I , ცენტრალური გზის მიმდებარედ , უბანი II , ნაკვეთი N1, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.06.014.016), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო 2015 წლის 06 ნოემბრის № 2283428 ბრძანებით კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 06 ნოემბრიდან 2016 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2017 წლის 25 სექტემბრის № 3563116 ბრძანებით (ს/კ: №01.10.06.014.016), შეთანხმდა საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო 2017 წლის 23 ოქტომბრის № 3630671 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 24 ოქტომბრიდან 2018 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგემარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 19 მაისის № ნ/635 და 2015 წლის 22 აპრილის № 1853550 ბრძანებებით გაცემული მშენებლობის ნებართვები ვადის გასვლის გამო ძალადაკარგულია და აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა ბრძანებაში დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით. დამატებით გაცნობებთ, რომ 2017 წლის 23 ოქტომბრის № 3630671 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა, სადაც დამკვეთად დაფიქსირებულია შ.პ.ს. „მს დეველოპმენტი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404491377). წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 27 December 2018Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal