ქალაქი თბილისი , ალ. ყაზბეგის გამზირი N15.
Decision
- Decision number
- 4339095
- Decision date
- 16 January 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი ჩირაძე
- Developer (company ID)
- 404465529
Parcel
- Cadastral code
- 01.10.14.010.030
- Owner
- შპს მ2 (404465529)
- Area
- 8,540 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.14.010.030Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1654740
- Status
- Approved
- Registered
- 11 January 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 16 January 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2018 წლის 11 იანვარს NAR1654740 განცხადებით მომართა ირაკლი ჩირაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-საბურთალო, ალ. ყაზბეგის გამზ. N15-ში საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.14.010.030) მრავალფუნქციური კომპლექსის (კომერციული, საოფისე, სასტუმრო, საცხოვრებელი), ბლოკი B, C, E, კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 ნოემბრიდან 2018 წლის 02 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 12 ოქტომბრის №4210684 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 12 ოქტომბრიდან 2019 წლის 12 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 03 იანვრის №4327986 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2018 წლის 11 დეკემბრის №AR1649532 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. განმცხადებლების განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საზაფხულო ფართობი 5607.45 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს - 5624.15 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობი 47041.99 კვ.მ-ის ნაცვლად - 47058.69 კვ.მ. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება ფართობების დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობი: 5624.15 კვ.მ, საერთო ფართობი: 47058.69 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ნოემბრის №3655028 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 16 January 2019Decision4339095 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal