OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , 17 შინდისელი გმირის ქუჩა N20

AR1655610ReconstructionOther use16 January 2019- Varketili
Sign in to follow

Decision

Decision number
4341516
Decision date
17 January 2019
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნატალია ცივაძე
Developer (company ID)
406134865

Parcel

Cadastral code
01.19.36.003.077
Owner
ნოშრევან უცუნაშვილი (P/N: *********87)
Area
473 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1655610
Status
Not reviewed
Registered
16 January 2019
Type
Reconstruction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 17 January 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ : „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. წარმოდგენილი არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალიდან ირკვევა, რომ საპროექტო ობიექტი ახლად აშენებული ჩამოყალიბებული იერსახის შენობაა, რომლის რეკონსტრუქცია, ცვლილება, მოითხოვს უფრო მეტად ფრთხილ დამოკიდებულებას, სმსახურის უფლებამოსილების გათვალისწინებით ,ფასადის ამ ნაწილში, არ იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული შენობის ყრუ ნაწილში კარის ღიობის მოწყობა ,ასევე მიუღებელია მსგავსი სახით საჩრდილობლის მოწყობა, ხოლო რაც შეეხება ვიტრაჟის ნაწილში ცვლილებას , შესაძლებელია მისი დანაწევრების ცვლილება მხოლოდ მისი მასალისა და ფერის ცვლილების გარეშე. დამატებით გაცნობებთ, რომ ვინაიდან სამსახურის მიერ ამავე ფართის ფასადზე №2682980 და №3096935 გადაწყვეტილებით გაცემული იქნა სარეკლამო აბრების მოწყობის მიზნით I კლასის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესაძლებლობაზე თანხმობა და დღეის მდგომარეობით შეცვლილია მისი ნახატი (რომლის ცვლილებაზეც სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არ იძებმება სამართლებრივი საფუძვლის შემცველი ინფორმაცია),ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით იმისათვის, რომ სამსახურმა შეძლოს თქვენი საკითხის ხელახლა განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, საჭიროა არსებული სარეკლამო აბრის დასადასტურებლად საქმის წარმოება წარიმართოს აბრებისა და რეკლამების განთავსების ნაწილში კორექტირების კუთხით და არა რეკონსტრუქციით შესაბამისად საჭიროა განახორციელოთ ნომენკლარურების ცვლილება აიჩიოთ იგივე ნომენკლატურები მხოლოდ- "აბრებისა და რეკლამების განთავსება რეკონსტრუქცია:" ნაცვლად ქმედებაში უნდა დააფიქსიროთ კორექტირება და შესაბამის ველებში დააფიქსიროთ №2682980 და №3096935 გადაწყვეტილებით შეთანხმებული ვერსიის რეკვიზიტები და წარმოადგინოთ დოკუმენტაცია მითითებული რეკომენდაციის გათვალისწინებით შესრულებული . ასევე გაითვალისწინეთ -ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მე-18 მუხლის მე-10 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს. აღნიშნულის შესაბამისად უნდა დაიანგარიშოთ სარეკონსტრუქციო ფასადისა და სარეკლამო აბრის პროცენტულობა და დაიტანოთ ფოტომონტაჟზე. საჭიროების შემთხვევაში, დაზუსტებული ინფორმაცია დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ, გეცნობებათ მითითებული რეკომენდაციის გათვალისწინებით ატვირთული დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ, კანონით დადგენილ ვადაში. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა განცხადებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.

    Show more
  2. 17 January 2019Decision4341516
  3. 16 January 2019Files uploaded
  4. 16 January 2019Files uploaded
  5. 16 January 2019Files uploaded
  6. 16 January 2019Files uploaded

Documents

Other files4

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal