OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა მესხეთის , N 71

AR1656221Construction permitOther use18 January 2019
Sign in to follow

Decision

Decision number
4359532
Decision date
1 February 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გურამი მამულაშვილი
Developer (company ID)
406250462

Parcel

Cadastral code
01.17.09.043.016
Owner
მზია ნემსაძე (P/N: *********38)
Area
517 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1656221
Status
Approved
Registered
18 January 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
14 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 1 February 2019City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 18 იანვარს № AR1656221 განცხადებით მომართა გურამი მამულაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ისანი, მესხეთის ქუჩა N71 -ში, მოქ. მზია ნემსაძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: N 01.17.09.043.016) ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2018 წლის 03 ივლისის № 4048677 ბრძანებით შეთანხმებული, ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 03 ივლისიდან 2020 წლის 03 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 27 ივლისის № 4090462 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2018 წლის 03 ივლისის № 4048677 ბრძანებაში და დამკვეთად მზია ნემსაძის ნაცვლად დაფიქსირდა შ.პ.ს „ბროკერი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406250462). სამსახურის 2018 წლის 13 დეკემბრის №4304053 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდა 483.89 კვ.მ; საცხოვრებელ ფართობად 330.02 კვ.მ; საზაფხულო ფართობად 39.60 კვ.მ, მანსარდის ფართობად 112.23 კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 15 იანვრის № 4337739 ბრძანებით გასწორდა ტექნიკურ შეცდომა სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: კიბის უჯრედის ფართობად დაფიქსირდა 46.92 კვ.მ, საერთო ფართობად დაფიქსირდა 530.81 კვ.მ, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2018 წლის 26 დეკემბერს № AR1652282 განცხადებაზე წარმოდგენილი გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები, კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს საცხოვრებელ ფართობად 330.02 კვ.მ-ის ნაცვლად 314.57 კვ.მ-ის და საერთო ფართობად 530.81 კვ.მ-ის ნაცვლად 515.36 კვ.მ-ის დაფიქისრებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 314.57 კვ.მ, საერთო ფართობად 515.36 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 19 ივნისის №4023393, 2018 წლის 13 დეკემბრის №4304053 და 2019 წლის 15 იანვრის №4337739 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 1 February 2019Decision4359532 - Granted
  3. 18 January 2019Files uploaded

Documents

Other files1

  • brokeris teq-ekonomoikuri maCveneblebi.docxOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal