OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , საქართველოს სამხედრო გზის , ახმეტელისა და ლუბლიანის ქუჩებს შორის.; ქალაქი თბილისი , საქართველოს სამხედრო გზა , ახმეტელისა და ლუბლიანის ქუჩებს შორის, (ნაკვ.22/124)

AR1656445Construction permitOther use21 January 2019
Sign in to follow

Decision

Decision number
4397516
Decision date
1 March 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
აკაკი ჩხაიძე
Organization
10508
Developer (company ID)
245416401

Parcel

Cadastral code
01.13.01.022.194
Owner
შპს "ანაგი" (245416401)
Area
4,900 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1656445
Status
Approved
Registered
21 January 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
2 days
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
4

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 1 March 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 ოქტომბრის №4218244 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 21 იანვარს NAR1656445 განცხადებით მომართა აკაკი ჩხაიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 15 ოქტომბრის №4218244 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 ოქტომბრის №4218244 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, საქართველოს სამხედრო გზის, ახმეტელისა და ლუბლიანის ქუჩებს შორის; ქალაქი თბილისი, საქართველოს სამხედრო გზა, ახმეტელისა და ლუბლიანის ქუჩებს შორის, (ნაკვ.22/124), არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.13.01.022.194), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (საგამოფენო და საკონცერტო ცენტრი) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2021 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 15 ოქტომბრის №4218244 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, კომერციული ფართობი 245.9 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს - 3047.69 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 59.7 კვ.მ-ის ნაცვლად - 59.6 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1893.7 კვ.მ-ის ნაცვლად - 1916.05 კვ.მ, სასაწყობე ფართობი 159.3 კვ.მ-ის ნაცვლად - 15.30 კვ.მ, საწარმოო ფართობი 1444.8 კვ.მ-ის ნაცვლად - 655.59 კვ.მ, დამხმარე ფართობი 1007.2 კვ.მ-ის ნაცვლად - 685.19 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობი 5507.6 კვ.მ-ის ნაცვლად - 6476.3 კვ.მ. ამასთან ითხოვს, სარდაფის ფართობის (600.1 კვ.მ) ამოღებას. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია გასწორებული გეგმები. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება ფართობების დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 ოქტომბრის №4218244 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: კომერციული ფართობი: 3047.69 კვ.მ, საზაფხულო ფართობი: 59.6 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 1916.05 კვ.მ, სასაწყობე ფართობი: 15.30 კვ.მ, საწარმოო ფართობი: 655.59 კვ.მ, დამხმარე ფართობი: 685.19 კვ.მ, საერთო ფართობი: 6476.3 კვ.მ. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას სარდაფის ფართობის (600.1 კვ.მ). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 ოქტომბრის №4218244 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 ოქტომბრის №4218244 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 15 ოქტომბრის №4218244 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 1 March 2019Decision4397516 - Granted
  3. 27 February 2019City answer
  4. 27 February 2019Files uploaded
  5. 22 February 2019City answer
  6. 22 February 2019Files uploaded
  7. 19 February 2019City answer
  8. 19 February 2019Files uploaded

Documents

Other files3

  • [number]_17) Kia Gegmebi CAD file ( mtlianad) --240918 shenishvnebis gasworeba---(shetanxmebuli versia) _ -1. Story.pdfOpen ↗
  • Kia Gegmebi CAD file ( mtlianad) -- shenishvnebis gasworeba--220219.pdfOpen ↗
  • Kia Gegmebi ertad file ( mtlianad) --270219 asatvirti.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal