ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის ფერდობის II,III და IV მ/რ-ის მიმდებარედ(ინტენსიფიკაციის გზის ზემოთ ნაკვეთი N40); ქალაქი თბილისი , ქუჩა ელგუჯა ამაშუკელი , შესახვევი I , N 34 , მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 4379959
- Decision date
- 18 February 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ანტონ ზურაბიშვილი
- Developer (company ID)
- 405164441
Parcel
- Cadastral code
- 01.14.16.015.402
- Owner
- მოჰამად ჰ.მ.ა. ხადერ (P/N: *********90 C/N: 000189638)
- Area
- 899 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.14.16.015.402Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-2
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.25
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1657104
- Status
- Approved
- Registered
- 23 January 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026
Case progress
- Length of the case
- 26 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 February 2019City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 23 იანვარს №AR1657104 განცხადებით მომართა ანტონ ზურაბიშვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ნუცუბიძის ფერდობის II,III და IV მ/რ-ის მიმდებარედ (ინტენსიფიკაციის გზის ზემოთ ნაკვეთი N40)/ ქალაქ თბილისში ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე, I შესახვევი, N 34-ში, მიმდებარედ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 01.14.16.015.402) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 ივლისიდან 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 27 ნოემბრის № 4280752 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდა შპს ,,ელმულლა’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405164441). განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: სარდაფის ფართობად 47.3 კვ.მ-ის ნაცვლად 44.5 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 4358.0 კვ.მ-ის ნაცვლად 4355.2კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებაში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 4355.2 კვ.მ, სარდაფის ფართობად 44.5 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებით შეთანხმებული -12.500, -9.900, 0.000 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 23 იანვარს №AR1657104 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 ივლისის №4079855 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 18 February 2019Decision4379959 - Granted
- 4 February 2019City answer
- 4 February 2019Files uploaded
Documents
Other files1
- კორექტირებული -4 სართულის ექსპლიკაცია.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal