OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , კვარტალი IV , (ნაკვეთი 004/012)

AR1659939Construction permitOther use11 February 2019- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
4380673
Decision date
18 February 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
კარლო ალექსიძე
Developer (company ID)
405104943

Parcel

Cadastral code
01.10.07.004.012
Owner
ნუნუ ლეჟავა (P/N: *********73)
Area
1,871 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1659939
Status
Approved
Registered
11 February 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 18 February 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4349253 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 11 თებერვალს №AR1659939 განცხადებით მომართა კარლო ალექსიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4349253 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4349253 ბრძანებით ქალაქ თბილისში, დასახლება დიდი დიღომი, კვარტალი IV, (ნაკვეთი 004/012)-ში, N01.10.07.004.012 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4349253 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ფუნციური ზონის ნაწილში საცხოვრებელი ზონა 6-ის (სზ-6) ნაცვლად დაფიქსირებულია საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5). ასევე, განაშენიანების რეგულირების პარამეტრების ველშიც საცხოვრებელი ზონა 6-ის (სზ-6) პარამეტრების ნაცვლად დაფიქსირებულია საცხოვრებელი ზონა 5-ის (სზ-5) პარამეტრები. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს ზემოაღნიშნული ტექნიკური შეცდომების გასწორებას. სამსახურმა შეისწავლა დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20–105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, ქალაქ თბილისში, დასახლება დიდი დიღომი, კვარტალი IV, (ნაკვეთი 004/012)-ში, N01.10.07.004.012 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1), საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6), სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1). შესაბამისად, სამსახურის ბრძანებაში საცხოვრებელი ზონა 5-ის (სზ-5) ნაცვლად უნდა დაფიქსირდეს საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) შესაბამისი პარამეტრებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4349253 ბრძანებაში და მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის ველში საცხოვრებელი ზონის 5-ის (სზ-5) ნაცვლად დაფიქსირდეს შემდეგი ჩანაწერი: „საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) — მაღალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საცხოვრებელი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს “. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4349253 ბრძანებაში კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრების ველში, საცხოვრებელი ზონა 5-ის (სზ-5) ნაცვლად დაფიქსირდეს საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) შესაბამისი პარამეტრებით: განაშენიანების რეგულირების პარამეტრები: კ-1 0,5 კოეფიციენტი კ-2 2.5 კოეფიციენტი კ-3 0,3 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 600/700* კვ.მ მინიმალური სიგანე 15/20* მეტრი მინიმალური სიღრმე 25/30* მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე – მეტრი შენიშვნა * მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4349253 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 იანვრის №4349253 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 18 February 2019Decision4380673 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal