OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ვარკეთილის III მასივი , . ზემო პლატო , კორპუსი N20-ის მიმდებარედ

AR1660206Construction permitOther use7 February 2019- Varketili
Sign in to follow

Decision

Decision number
4392489
Decision date
27 February 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
მერაბ დვალი
Developer (company ID)
400192689

Parcel

Cadastral code
01.19.20.005.070
Owner
შპს "ევრო დიზაინი" (406125991)
Area
1,303 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1660206
Status
Approved
Registered
7 February 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 2 October 2026

Case progress

Length of the case
20 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 27 February 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №3879740 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 07 თებერვალს №AR1660206 განცხადებით მომართა მერაბ დვალმა. განმცხადებელმა მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №3879740 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №3879740 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ვარკეთილის III მასივი, ზემო პლატო, კორპუსი №20-ის მიმდებარედ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე(საკ. კოდი№ 01.19.20.005.070 ), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 22/03/2018 წ-დან 22/03/2020 წ-ის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №3879740 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შ.პ.ს. "ევრო დიზაინი" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406125991). წარმოდგენილი განაცხადით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №3879740 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილებას და დამკვეთად შ.პ.ს. "ევრო დიზაინი"-ის 406125991) ნაცვლად შპს ,,მ.დ.კ’’-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 400192689) დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, (განცხადების რეგისტრაცია: N 882019064002 - 30/01/2019; მომზადების თარიღი: 05/02/2019) ქ. თბილისში, ვარკეთილის III მასივი, ზემო პლატო N 01.19.20.005.070 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,მ.დ.კ’’-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 400192689). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ,,მ.დ.კ’’-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 400192689) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მერაბ დვალი (პ/ნ: 01020007280). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ამჟამად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,მ.დ.კ’’ (საიდენტიფიკაციო კოდი 400192689) სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №3879740 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,მ.დ.კ’’-ს (საიდენტიფიკაციო კოდი 400192689). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №3879740 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 მარტის №3879740 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 27 February 2019Decision4392489 - Granted

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal