ქალაქი თბილისი , გივი კარტოზიას ქუჩა N10
Decision
- Decision number
- 4382041
- Decision date
- 19 February 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი ჩირაძე
- Developer (company ID)
- 405108244
Parcel
- Cadastral code
- 01.10.16.004.194
- Owner
- სააქციო საზოგადოება "მ2" (404465529)
- Area
- 14,079 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.16.004.194Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1661606
- Status
- Approved
- Registered
- 18 February 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 19 February 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 და სამსახურის 2019 წლის 18 თებერვლის № 4379461 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 18 თებერვალს №AR1661606 განცხადებით მომართა ირაკლი ჩირაძემ. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი საბურთალო, გივი კარტოზიას ქუჩა №10-ში, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.16.004.194), მრავალფუნქციური კომპლექსის (ბლოკი -,,ა", ,,ბ" და ,,ც") კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 18 თებერვლის № 4379461 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 18 მარტის ჩათვლით. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ 2019 წლის 05 თებერვლის №AR1659622 განცხადებაზე წარმოდგენილი კალენდარული გრაფიკის მიხედვით, მშენებლობის მოქმედების ვადა სამსახურის 2019 წლის 18 თებერვლის № 4379461 ბრძანებით უნდა განსაზღვრულიყო 2019 წლის 18 აპრილის ჩათვლით, მაგრამ ტექნიკური შეცდომის გამო განისაზღვრა არასწორად, შესაბამისად სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია გაასწოროს აღნიშნული ხარვეზი სამსახურის 2019 წლის 18 თებერვლის № 4379461 ბრძანებაში და ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 18 მარტის ჩათვლით’’ ნაცვლად მიეთითოს ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 18 აპრილის ჩათვლით’’. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს, სასწავლო აუდიტორიების ფართობად 569.58 კვ.მ-ის ნაცვლად 545,28 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 7574.02 კვ.მ-ის ნაცვლად 7 557,12 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 94158.24 კვ.მ-ის ნაცვლად 94 117,04 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი 94 117,04 კვ.მ; სასწავლო აუდიტორიების ფართობი 545,28 კვ.მ; საზაფხულო ფართობი 7 557,12 კვ.მ. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2019 წლის 18 თებერვლის № 4379461 ბრძანებაში, კერძოდ: ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 18 აპრილის ჩათვლით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 04 თებერვლის № 4360522 და სამსახურის 2019 წლის 18 თებერვლის № 4379461 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 19 February 2019Decision4382041 - Granted
- 18 February 2019Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- საბავშვო ბაღის გეგმები და პარკინგი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal