OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა შანდორ პეტეფის , დასუფთავების კანტორის მიმდებარედ

AR1662424Construction permitOther use18 February 2019
Sign in to follow

Decision

Decision number
4407436
Decision date
12 March 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ცირეკიძე
Developer (company ID)
406254752

Parcel

Cadastral code
01.17.10.005.012
Owner
შპს "ენჯეკომი" (412710552)
Area
1,350 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1662424
Status
Approved
Registered
18 February 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
22 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 12 March 2019Decision4407436 - Granted
  2. 12 March 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 თებერვლის № 4378557 ბრძანების ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 18 თებერვალს №AR1662424 განცხადებით მომართა დავით ცირეკიძემ. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 15 თებერვლის № 4378557 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 თებერვლის № 4378557 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, შანდორ პეტეფის ქუჩა, დასუფთავების კანტორის მიმდებარედ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.10.005.012), მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 15 თებერვლიდან 2020 წლის 15 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 15 თებერვლის № 4378557 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელი ითხოვს საცხოვრებელ ფართობად 3108.46 კვ.მ-ის ნაცვლად 2692.32 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 535.8 კვ.მ-ის ნაცვლად 534.29 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე, დაადგინა, რომ საზაფხულო და საცხოვრებელი ფართობების ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობიც და იგი შეადგენს 6027.79 კვ.მ-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 თებერვლის № 4378557 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი 6027.79კვ.მ; საზაფხულო ფართობი 534.29 კვ.მ; საცხოვრებელი ფართობი 2692.32 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 თებერვლის № 4378557 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 15 თებერვლის № 4378557 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal