ქალაქი თბილისი , თბილისი-მცხეთის გზის მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 4411891
- Decision date
- 13 March 2019
- Outcome
- Granted
- Construction period
- 12 December 2018 – 12 December 2020
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი კოღუაშვილი
- Developer (company ID)
- 405077722
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.034.968
- Owner
- შპს პიტ სტოპ ჯორჯია (404501507)
- Area
- 1,500 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.034.968Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1662559
- Status
- Approved
- Registered
- 18 February 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 23 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 13 March 2019City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №4301629 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 18 თებერვალს №AR1662559 განცხადებით მომართა გიორგი კოღუაშვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №4301629 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №4301629 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, თბილისი-მცხეთის გზის მიმდებარედ (ს/კ: № 01.72.14.034.968) მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 12 დეკემბრიდან 2020 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №4301629 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: სასტუმროს ნომრების ფართობად 1443.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1443.00 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 921.6 კვ.მ-ის ნაცვლად 929.6 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 589.6 კვ.მ-ის ნაცვლად 595.6 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 158.5 კვ.მ-ის ნაცვლად 153.7 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 664.3 კვ.მ-ის ნაცვლად 658.0 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1070.4 კვ.მ-ის ნაცვლად 1178.7 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 7370.1 კვ.მ-ის ნაცვლად 7481,1 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობების დაზუსტება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №4301629 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი 7481.1 კვ.მ, სასტუმროს ნომრების ფართობი 1443.00 კვ.მ, საზაფხულო ფართობი 929.6 კვ.მ, კომერციული ფართობი 629.7 კვ.მ, საოფისე ფართობი 595.6 კვ.მ, დამხმარე ფართობი 153.7 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობი 658.0 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1178.7 კვ.მ. ჩანაცვლდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №4301629 ბრძანებით შეთანხმებული -3.00, +3.60, +26.00 და +32.40 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს 2019 წლის 18 თებერვალს №AR1662559 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №4301629 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №4301629 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 13 March 2019Decision4411891 - Granted
- 18 February 2019Files uploaded
Documents
Other files1
- shesasworebeli GEGMEBI.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal