OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა სანდრო ეულის , N5-ის მიმდებარე ; ქალაქი თბილისი , ქუჩა სანდრო ეული , N 7 ; ქალაქი თბილისი , საბურთალოს საცხოვრებელი რაიონი, კვარტალი V , ქუჩა სანდრო ეულის , N 5 , (ნაკვეთი 07/029)

AR1665793Construction permitOther use6 March 2019- Saburtalo
Sign in to follow

Decision

Decision number
4440948
Decision date
1 April 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი ხმალაძე
Developer (company ID)
404895556

Parcel

Cadastral code
01.14.05.007.218
Owner
შპს "ტეტრისი" (404895556)
Area
2,951 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1665793
Status
Approved
Registered
6 March 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
26 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 1 April 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3359220 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 06 მარტს NAR1665793 განცხადებით მომართა გიორგი ხმალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3359220 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3359220 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ქუჩა სანდრო ეულის, N5-ის მიმდებარე / ქალაქი თბილისი, ქუჩა სანდრო ეული, N7 / ქალაქი თბილისი, საბურთალოს საცხოვრებელი რაიონი, კვარტალი V, ქუჩა სანდრო ეულის N 5, (ნაკვეთი 07/029) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.14.05.007.218) განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 29 ივნისიდან 2019 წლის 29 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლების განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3359220 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მისი განმარტებით, -2 სართულის გეგმაზე, ექსპლიკაციაში შეცდომით მოხდა 27,18 კვ.მ ფართის დამხმარე ფართში შეყვანა, ასევე მე-2 და მე-3 სართულის გეგმებზე არასწორად დაფიქსირდა საზაფხულო ფართობების ჯამი. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. განმცხადებლის მიერ ასვეე წარმოდგენილია გასწორებული გეგმები. სამსახურმა განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება ფართობების დაზუსტება. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3359220 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობი: 4196.88 კვ.მ, საერთო ფართობი: 24754.75 კვ.მ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3359220 ბრძანებით შეთანხმებული -6.00, +4.00 და +8.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3359220 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 28 ივნისის №3359220 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 1 April 2019Decision4440948 - Granted
  3. 29 March 2019City answer
  4. 5 March 2019Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal