OpenCAD
Interim decision

ქალაქი თბილისი , გამზირი აკ. წერეთელი , N 49-51-51ა

AR1669013CorrectionOther use19 March 2019
Sign in to follow

Applicant

Name
თეა უგულავა
Developer (company ID)
202348637

Parcel

Cadastral code
01.13.06.010.020
Owner
ი.ბ.ა. "წერეთლის 49-51" (202348637)
Area
2,167 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1669013
Status
Interim decision
Registered
19 March 2019
Type
Correction

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Waiting on
the applicant
since 20 March 2019 (2,805 days)
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 20 March 2019City answer

    თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის (საქმე N3ბ/5781-15) გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამოკვლევის შედეგად გაცნობებთ, რომ: სასამართლოს მიერ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2015 წლის 21 აპრილის №1850335 გადაწყვეტილებით გათვალისწინებულია წვადი მასალისაგან შემდგარი წყალარინის მილის განთავსება სამეზობლო მიჯნის ზონაში, როზა ოსადჩუკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოება სამართლებრივად შეფასდა ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 34-ე მუხლის მე-20 პუნქტთან შეუსაბამოდ, რადგან აღნიშნული სამართლებრივი ნორმის თანახმად, „სამეზობლო საზღვრიდან 5.0 მეტრამდე მანძილზე დაუშვებელია შენობის ნაწილის კონსტრუქციად და მოსაპირკეთებლად წვადი სამშენებლო მასალების გამოყენება. აღნიშნული პირობა ასევე ეხება შენობის იმ ნაწილს, რომელიც საზოგადოებრივ საზღვრის მხარეს არის განთავსებული, იმ შემთხვევაში, როდესაც ქუჩის სიგანე 5.0 მ-ზე ნაკლებია“. ამასთან, სასამართლოს მიერ მითითებული იქნა „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის N1-1/1254 ბრძანების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, „სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე, მეზობლის სამშენებლო მიწის ნაკვეთის მხარეს შენობის სახურავის მოწყობისას დამკვეთმა/მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს ისეთი საინჟინრო ღონისძიებების განხორციელება, რაც ააცილებს ატმოსფერული ნალექების მოხვედრას მეზობლის მიწის ნაკვეთში“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოთა მიერ განმარტებულ იქნა, რომ საკითხის ხელმეორედ განხილვის დროს უნდა შეფასდეს, რამდენად იქნება დაცული როზა ოსადჩუკის მიწის ნაკვეთი, ატმოსფერული ნალექების მოხვედრისაგან. კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის (საქმე N3ბ/5781-15) საფუძველზე, სამსახურმა გადაწყვიტა: 1. წარმოდგენილ იქნას წყალარინი მილის (ჟოლობების) ზუსტი განთავსების ადგილი, წყლის შეკრების და წყლის გაშვების წერტილების მითითებით/დეტალიზაციით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სამეზობლო საზვარზე ნალექების გადასვლის აცილების მიზნით, სასურველია მოეწყოს წყლის გადასვლის ისეთი სისტემა, რომელიც ორგანიზებულად მოახდენს ჟოლობებიდან ნალექების გადმოსვლას და ნალექების გადასვლა არ მოხდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე და მოექცევა თქვენს საკადასტრო საზღვრებში (საჭიროების შემთხვევაში მოეწყოს სადრენაჟო სისტემა). 2. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან სამეზობლო საზღვრიდან 5.0 მეტრამდე მანძილზე დაუშვებელია შენობის ნაწილის კონსტრუქციად და მოსაპირკეთებლად წვადი სამშენებლო მასალების გამოყენება, საპროექტო დოკუმენტაციაზე (ფოტომონტაჟზე) მიუთითეთ ცეცხლმედეგი მასალა. დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოსადგენად თქვენ გეძლევათ გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი განცხადება დარჩება განუხილველი.

    Show more
  2. 19 March 2019Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • არსებული სიტუაციის ფოტოსურათები.pdfOpen ↗

Other files3

  • ფოტომონტაჟი.pdfOpen ↗
  • კრების ოქმი.pdfOpen ↗
  • აღსრულება.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal