ქალაქი თბილისი , ქუჩა ვანი , N 4
Decision
- Decision number
- 4458874
- Decision date
- 15 April 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნინო გაბუნია
- Developer (company ID)
- 406250186
Parcel
- Cadastral code
- 01.13.06.006.064
- Owner
- შპს "ოცნების სახლი" (406124536)
- Area
- 1,948 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.06.006.064Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1669970
- Status
- Approved
- Registered
- 22 March 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 24 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 April 2019Decision4458874 - Granted
- 15 April 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4132116 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 22 მარტს №AR1669970 განცხადებით მომართა ნინო გაბუნიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4132116 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4132116 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი – დიდუბე, ქუჩა ვანი N4, შპს "ოცნების სახლი"-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: N01.13.06.006.064) მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, საზოგადოებრივი) შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 22 აგვისტოდან 2019 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4132116 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2018 წლის 22 აგვისტოდან 2020 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირდა „2018 წლის 22 აგვისტოდან 2019 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს მის გასწორებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს №AR1622459 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 24 (ოცდაოთხი) თვეზე. შესაბამისად, განმცხადებლების მოთხოვნა საფუძვლიანია და სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში მშენებლობის ვადა დაფიქსირებულ უნდა იქნას „2018 წლის 22 აგვისტოდან 2020 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4132116 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 22 აგვისტოდან 2020 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით.“ სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4132116 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 22 აგვისტოს №4132116 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal