OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N78

AR1673877Construction permitOther use10 April 2019
Sign in to follow

Decision

Decision number
4532161
Decision date
5 June 2019
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
თეიმურაზ თათეშვილი
Developer (company ID)
205057784

Parcel

Cadastral code
01.12.01.004.024
Owner
შპს "საბა ჯგუფი ყოფილი თიბი სტარს ყოფილი რეთაიმი" (205057784) (205057784)
Area
7,283 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1673877
Status
Rejected
Registered
10 April 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 June 2019City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 იანვარს №3035374 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 10 აპრილს №AR1673877 განცხადებით მომართა თეიმურაზ თათეშვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 09 იანვარს №3035374 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 იანვრის №3035374 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გამზირი გურამიშვილი N78-ში, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.12.01.004.024), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 09 იანვრიდან 2017 წლის 09 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 21 დეკემბრის №4314342 გადაწყვეტილებით სამსახურის მიერ დადასტურდა ქ. თბილისში, გამზირი გურამიშვილი, N78-ში (საკ. კოდი N01.12.01.004.024) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი) ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 13 აპრილის Nბ-10/01170412652-17 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებელობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილის 2018 წლის 28 დეკემბრის №ბ-10/01183553651-17 ბრძანებით ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა ქ. თბილისში, გამზირი გურამიშვილი N78-ში (ს/კ: №01.12.01.004.024), მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი. (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი). წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას სამსახურის 2017 წლის 09 იანვარს №3035374 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 24590.11 კვ.მ-ის ნაცვლად 24339.62კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2680.39 კვ.მ-ის ნაცვლად 3088.48კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 5751.05 კვ.მ-ის ნაცვლად 5718.17 კვ.მ-ის, განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია საოფისე-კომერციული ფართობის გაერთიანებული მაჩვენებელი 2022.67კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 01 მაისის №4481999 ბრძანებით დაგევალათ განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა, კერძოდ: საჭირო იყო დეტალური განმარტების წარმოდგენა, იმასთან დაკავშირებით თუ რამ გამოიწვია აღნიშნული ფართების ცვლილება, ასევე უნდა წარმოგედგინათ გეგმები ექსპლიკაციების დატანით, ფუნქციების შესაბამისად გეგმები გრაფიკულად მოგენიშნათ სხვადასხვა ფერში და ექსპლიკაციებზეც იგივე ფერით დაგეფიქსირებინათ ჯამური ფართობები. 2019 წლის 10 მაისს თქვენი მოთხოვნის საფუძველზე ხარვეზების შევსების ვადა გაგრძელებულ იქნა 10 დღით. 2019 წლის 10 აპრილის №AR1673877 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი განახლებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ ხდება ფართების ფუნქციების ცვლილება 2017 წლის 09 იანვრის №3035374 ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან მიმართებაში და აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, განმცხადებლის მოთხოვნა არ წარმოადგენს ტექნიკური ხარვეზის გასწორების სამართლებრივ საფუძველს, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 09 იანვარს №3035374 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. აქვე განგიმარტავთ, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    Show more
  2. 5 June 2019Decision4532161 - Refused
  3. 4 June 2019City answer
  4. 4 June 2019Files uploaded
  5. 4 June 2019Deadline extendedby 3 days, new deadline: 3 June 2019
  6. 4 June 2019Files uploaded
  7. 24 May 2019City answer
  8. 10 May 2019Deadline extendedby 10 days, new deadline: 24 May 2019
  9. 8 April 2019Files uploaded

Documents

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal