ქალაქი თბილისი , ქუჩა მელიქიშვილი , N 10
Decision
- Decision number
- 4456209
- Decision date
- 12 April 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი შარაშიძე
- Developer (company ID)
- 404537747
Parcel
- Cadastral code
- 01.15.02.006.012
- Owner
- შპს PP (404922474)
- Area
- 2,153 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.15.02.006.012Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1674097
- Status
- Approved
- Registered
- 10 April 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 April 2019Decision4456209 - Granted
- 12 April 2019City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 10 აპრილს №AR1674097 განცხადებით მომართა მოქ. ირაკლი შარაშიძემ და მოითხოვა სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მელიქიშვილის ქ. N10-ში, ს.ს. "m2 უძრავი ქონების" საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტიდა გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 08 იანვრიდან 2018 წლის 08 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2017 წლის 10 აგვისტოს № 3461428 ბრძანებით შევიდა ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანებაში და დამკვეთად სს "m2 უძრავი ქონების" ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „მ2 მელიქიშვილზე“ (ს/კ კოდი: №404537747). სამსახურის 2017 წლის 13 ოქტომბრის № 3610477 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანების ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლებში და დამხმარე ფართობად დაფიქსირდა 1036.05 კვ.მ, სასტუმროს ნომრების ფართობად 2986.01 კვ.მ, საზაფხულო ფართობად 1233.18 კვ.მ და საერთო ფართობად 11137.27 კვ.მ. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი განმარტავს, რომ შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მიხედვით, +2 სართულის გეგმაზე სასტუროს ნომრების და აივნების ფართების მითითებასთან დაკავშირებით დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს +2 სართულის გეგმის ჩანაცვლებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი გეგმა - ნახაზები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის +2 სართულის გეგმაზე სასტუმროს ნომრების და აივნების ფართები არასწორად არის დაფიქსირებული. ასევე დგინდება, რომ სამსახურის 2017 წლის 13 ოქტომბრის № 3610477 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური ხარვეზი 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანებაში და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან ერთად სასტუმროს ნომრების ფართობად დაფიქსირდა 2986.01 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +2 სართულის გეგმა (+9.650 ნიშნულზე) ჩანაცვლდეს 2019 წლის 10 აპრილს №AR1674097 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 იანვრის №3026884 და 2017 წლის 13 ოქტომბრის № 3610477 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 10 April 2019Files uploaded
Documents
Other files1
- +2 სართული.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal