OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , გზატკეცილი კახეთი , N 36ა

AR1674862Construction permitOther use12 April 2019
Sign in to follow

Decision

Decision number
4478674
Decision date
30 April 2019
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვიქტორ მარგველაშვილი
Developer (company ID)
406206608

Parcel

Cadastral code
01.17.09.035.016
Owner
მაია ცინცაძე (P/N: *********29)
Area
4,381 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1674862
Status
Rejected
Registered
12 April 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
18 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 30 April 2019Decision4478674 - Refused
  2. 30 April 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 08 აპრილის №4450352 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 12 აპრილს NAR1674862 განცხადებით მომართა ვიქტორ მარგველაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 08 აპრილის №4450352 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 08 აპრილის №4450352 ბრძანებით ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილი N36ა, №01.17.09.035.016 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლების განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 08 აპრილის №4450352 ბრძანებაში, მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის ველში, ფუნქციური ზონა შეცდომით იქნა დაფიქსირებული. კერძოდ, №01.17.09.035.016 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ ფუნქციურ ზონებად დაფიქსირდა საცხოვრებელი ზონა 6 (სზ–6) და საცხოვრებელი ზონა (სზ), ხოლო დღევანდელი მდგომარეობით აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 6 (სზ–6). შესაბამისად, ითხოვს აღნიშნულის გასწორებას და ფუნქციურ ზონად საცხოვრებელი ზონა 6-ის (სზ–6) და ფიქსირებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. სამსახურის მიერ საპროექტო დიკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20–105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, №01.17.09.035.016 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა 6 (სზ–6) და საცხოვრებელი ზონა (სზ). ხოლო, დღევანდელი მდგომარეობით მოქმედი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის – რუკის მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 6 (სზ–6). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, წერილობითი დასტურის/მშენებლობის ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიის ან/და ტერიტორიული-სტრუქტურული დოკუმენტების დამუშავებისა ან/და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამავე კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 37-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა 3 სტადიად, I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება, III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ვინაიდან, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მოთხოვნით, თქვენი NAR1664820 განცხადება სამსახურში წარმოდგენილ იქნა 2019 წლის 28 თებერვალს (2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე), აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით მოქმედებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20–105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი რეგულაციები. აქედან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს 2019 წლის 12 აპრილის NAR1674862 განცხადება სამსახურის 2019 წლის 08 აპრილის №4450352 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 12 April 2019Files uploaded

Documents

Other files1

  • gasasworebeli danarti 4450352.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal