ქალაქი თბილისი , ქუჩა ხიზაბავრის , ჩიხი I , N 7
Decision
- Decision number
- 4470017
- Decision date
- 23 April 2019
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით კვარაცხელია
- Organization
- 23213
- Developer (company ID)
- 401970417
Parcel
- Cadastral code
- 01.11.12.018.246
- Owner
- შპს სოლიდ დეველოპმენტი (405112514)
- Area
- 2,194 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.12.018.246Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1675550
- Status
- Rejected
- Registered
- 16 April 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 23 April 2019Decision4470017 - Refused
- 23 April 2019City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული AR1675550 (16/04/2019 წ.) განცხადება, რომლითაც ითხოვთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას. სამსახურში არსებული დოკუმენტაციის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: N3176865 (05/04/2017 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცდა ქ. თბილისში, ხიზაბავრის ქუჩა, I ჩიხი #7, (ს/კ N01.11.12.018.246) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. N3882392 (30/03/2018 წ.) ბრძანებით შევიდა ცვლილება N3176865 (05/04/2017 წ.) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და დაფიქსირდა განახლებული საკადატრო მონაცემები: საკადასტრო კოდი:01.11.12.018.246; განცხადების ნომერი:882017620583 მომზადების თარიღი: 13/07/2017; ფართობი: 2194 კვ.მ. №3898578 (03.04.2018 წ.) ბრძანებით შევიდა ცვლილება N3176865 (05/04/2017 წ.) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საზოგადოებრივი საზღვარი დაუდგინდა ჩრდილო-დასავლეთით, სახელმწფო საკუთრებაში არსებული, საზოგადეობრივი სერვიტუტით დატვირთული, მიწის ნაკვეთიდან (საკადატრი კოდი: 01.11.12.018.245). № 3945749 (04/05/2018) ბრძანებით კვლავ შევიდა ცვლილება და საპროექტო ობიექტად დაფიქსირდეს: ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი. განმცხადებელი ითხოვს N3176865 (05/04/2017 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას და საცხოვრებელი ზონა 6-ის (სზ-6) ნაცვლად, საზოგადოებრივი საქმიანი ზონა 2-ის (სსზ-2) დაფიქსირებას. საზოგადოებრივი საქმიანი ზონა 2 (სსზ-2) - განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, არაუმეტეს შენობის საერთო ფართობის 25%-ის; განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კ-1 0,5 * / 0,7 კოეფიციენტი კ-2 4,6 კოეფიციენტი კ-3 * 0,2 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 700 კვ.მ მინიმალური სიგანე 20 მეტრი მინიმალური სიღრმე 30 მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე – მეტრი შენიშვნა * მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის პასუხად გაცნობებთ შემდეგს: დღევანდელი მდგომარეობით შეიცვალა სამშენებლო მარეგულირებელი ნორმები, მიწის ნაკვეთის განაშენიანების წესები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილებით დამტკიცდა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესები“. ზემოაღნიშნული წესებით განისაზღვრა ძირითადი რეგლამენტები, რომლებიც უზრუნველყოფს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და ამოცანების აღსრულებას. სივრცით-ტერიტორიული მოწყობისათვის საჭიროა შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, რომელიც მოიცავს საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციისა და სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებსა და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. აქედან გამომდინარე სამსახური ვალდებულია სრულად დაიცვას და გაითვალისწინოს საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა იმდენად არსებითი ხასიათისაა, რომ მნიშვნელოვნად ცვლის მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს, შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული ცვლილების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე ნაცვლად ცვლილების შეტანისა, საკითხი უნდა დააყენოთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის კუთხით და იგივე განაცხადით მოითხოვოთ N3176865 (05/04/2017 წ.) გადაწყვეტილებით დადგენილი სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაუქმება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება N3176865 (05/04/2017 წ.) გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში და საცხოვრებელი ზონა 6-ის (სზ-6) ნაცვლად, დააფიქსიროს საზოგადოებრივი საქმიანი ზონა 2-ის (სზ-2).
Show moreShow less
- 16 April 2019Files uploaded
Documents
Other files1
- გაპი.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal