ქალაქი თბილისი , ქუჩა პეტრე იბერი , N 16
Decision
- Decision number
- 4468438
- Decision date
- 19 April 2019
- Outcome
- Other
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნიკოლოზ ჭელიძე
- Developer (company ID)
- 205137449
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.001.234
- Owner
- ი.ბ.ა. "დიდგორი-2006" (205137449)
- Area
- 3,028 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.06.001.234Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1676251
- Status
- Not reviewed
- Registered
- 18 April 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 19 April 2019City answer
2019 წლის 18 აპრილის №AR1676251 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის განსაზღვრის და დოკუმენტაციის წარმოდგენის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 18 აპრილს №AR1676251 განცხადებით მომართ ნიკოლოზ ჭელიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №4155807 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №4155807 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა პეტრე იბერის N16-ში თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.06.001.234), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 10 სექტემბრიდან 2020 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. 2019 წლის 20 მარტის № 4422519 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №4155807 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 10754.9 კვ.მ. კომერციული ფართობად 1231.7 კვ.მ. საერთო ფართობად 15932.1 კვ.მ. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის №4155807 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და შესაბამისად ითხოვს აღნიშნულის შესწორებას, კერძოდ: საერთო ფართობად 15964.5 კვ.მ-ის ნაცვლად 16348.53 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 11029.6 კვ.მ-ის ნაცვლად 10954.4 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1004.8 კვ.მ-ის ნაცვლად 1007.8 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 989.4 კვ.მ-ის ნაცვლად 1065.23 კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 1264.7 კვ.მ-ის ნაცვლად 1645.1 კვ.მ-ის დაფიქსირებას. იმისათვის რომ სამსახურმა იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გეგმები, რომელზეც საჭიროებისამებრ დატანილ იქნება ექსპლიკაციები და არ იქნება განხორციელებული გეგმების კორექტირება. ასევე აღნიშნულის გათვალიწინებით წარმოდგენილ იქნას ექსელის ფაილი, ყველა ფართის დასახელებით ნიშნულების მიხედვით ფართობების ფიქსაციით (ჩაშლილად და ჯამურად). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებელს 05 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია, კერძოდ: საჭიროა წარმოდგენილ იქნას შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გეგმები, რომელზეც საჭიროებისამებრ დატანილ იქნება ექსპლიკაციები და არ იქნება განხორციელებული გეგმების კორექტირება. ასევე აღნიშნულის გათვალიწინებით წარმოდგენილ იქნას ექსელის ფაილი, ყველა ფართის დასახელებით ნიშნულების მიხედვით ფართობების ფიქსაციით (ჩაშლილად და ჯამურად). ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2019 წლის 18 აპრილის №AR1676251 განცხადება დარჩეს განუხილველი. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 19 April 2019Decision4468438 - Other
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal