ქალაქი თბილისი, ზაქარია მხარგრძელის ქუჩა, N 5
Decision
- Decision number
- 4541103
- Decision date
- 11 June 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი მეგრელიშვილი
- Organization
- 3409
- Developer (company ID)
- 404538176
Parcel
- Cadastral code
- 01.19.36.004.099
- Owner
- შპს ბაუ სტარ მს (404538176)
- Area
- 1,967 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.19.36.004.099Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1676420
- Status
- Approved
- Registered
- 1 May 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 4
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 June 2019City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3994605 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 01 მაისის №AR1676420 განცხადებით მომართა გიორგი მეგრელიშვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა ამავე სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3994605 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3994605 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი სამგორი, აეროდრომის დასახლება, ქუჩა IV, N 5ა, ქალაქ თბილისში, აეროდრომის დასახლება, ქუჩა IV, N5, ქალაქი თბილისში, აეროდრომის დასახლება III ქ. II გასასვლელი N4, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.36.004.091) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 04 ივნისიდან 2020 წლის 04 ივნისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3994605 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ, შიდა ავტოსადგომის ფართობად 1675.3 კვ.მ-ის ნაცვლად 1275.6 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 48.7 კვ.მ.-ის ნაცვლად 78.4 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 10517.6 კვ.მ-ის ნაცვლად 10147.6 კვ.მ-ის და ასევე გარე ავტოსადგომების ფართობად 308.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელი ასევე განმარტავს, რომ არქიტექტურული პროექტის შეთანხმების დროს შეთანხმდა მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების მიხედვით დამუშავებული გეგმები, რომლებზეც არ არის მითითებული ფართების დასახელებები, აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს წარმოდგენილი გეგმები დაემატოს საპროექტო დოკუმენტაციას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან სამსახურმა დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება გეგმებზე ფართობები მითითება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3994605 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3994605 ბრძანებაში. კერძოდ: შიდა ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 1275.6 კვ.მ. დამხმარე ფართობად 78.4 კვ.მ. საერთო ფართობად 10147.6 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3994605 ბრძანებას დაემატოს გარე ავტოსადგომების ფართობი: 308.6 კვ.მ. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3994605 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებს დაემატოს 2019 წლის 01 მაისის №AR1676420 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გეგმები. 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3994605 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 5. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 04 ივნისის №3994605 ბრძანებასთან ერთად. 6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 11 June 2019Decision4541103 - Granted
- 10 June 2019City answer
- 10 June 2019Files uploaded
- 21 May 2019City answer
- 21 May 2019Files uploaded
- 13 May 2019City answer
- 8 May 2019Files uploaded
- 1 May 2019Files uploaded
- 19 April 2019Files uploaded
Documents
Other files1
- არქიტექტურული.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal