OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , დაბა წყნეთი , ქუჩა რუსთაველი , N 10ა

AR1676540Construction permitOther use19 April 2019- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
4499924
Decision date
15 May 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
აკაკი ჩხაიძე
Organization
10508
Developer (company ID)
202200778

Parcel

Cadastral code
01.20.01.108.011
Owner
შპს "წისქვილი" (202200778)
Area
1,014 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1676540
Status
Approved
Registered
19 April 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
26 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 15 May 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის №3980971 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 19 აპრილს №AR1676540 განცხადებით მომართა აკაკი ჩხაიძემ. განმცხადებელმა მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის №3980971 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 25 მაისის №3980971 გადაწყვეტილებით დაადასტურდა ქალაქ თბილისში, სექტორი წყნეთი, დაბა წყნეთი, რუსთაველის ქუჩა №10ა, შპს ,,წისქვილი’’-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: N 01.20.01.108.011) არსებული I კლასის ღობის დემონტაჟი, I კლასის ღობის, საყრდენი კედელის, ფანჩატურის, პირველადი მოხმარების მაღაზიის მშნებლობის და ტერიტორიის მოპირკეთება/კეთილმოწყობის შესაძლებლობა. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, (განცხადების რეგისტრაცია: N 882015292307; 28/05/2015, მომზადების თარიღი: 28/05/2015) ქალაქ თბილისში, დაბა წყნეთში, რუსთაველის ქუჩა №10-ში N 01.20.01.108.011 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,წისქვილი’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202200778). 2019 წლის 19 აპრილს №AR1676540 განცხადებაზე წარმოდგენილია შპს ,,წისქვილი ჯგუფი’’-ს დირექტორის დავით წივწივაძის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული 2019 წლის 30 იანვრის №01-19 მინდობილობა, რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას არქიტექტურის სამსახურში. განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული 2018 წლის 25 მაისის №3980971 გადაწყვეტილების შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვს სამსახურის 2018 წლის 25 მაისის №3980971 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. განმცხადებლის მიერ 2019 წლის 12 თებერვლის №AR1660068 განცხადებაზე წარმოდგენილია ფოტომასალა, რომლითაც დგინდება, რომ საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობა ნაწილობრივ ნაწარმოებია. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს აკაკი ჩხაიძის 2019 წლის 19 აპრილს №AR1676540 განაცხადი. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 მაისის № 3980971 გადაწყვეტილება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 15 May 2019Decision4499924 - Granted
  3. 19 April 2019Files uploaded
  4. 19 April 2019Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal