ქალაქი თბილისი , გ. წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის გამზირის კუთხეში ფიზკულტურის ინსტიტუტის მიმდებარედ, (ნაკვეთი N 8/49) ; ქალაქი თბილისი , გამზირი ილია ჭავჭავაძე , N 49 , (ნაკვეთი 08/088)
Decision
- Decision number
- 4510267
- Decision date
- 22 May 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე კორძახია
- Developer (company ID)
- 205210261
Parcel
- Cadastral code
- 01.14.07.008.095
- Owner
- შპს "ოლიმპი პლიუს" (205165550) (205165550)
- Area
- 1,413 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.07.008.095Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1681516
- Status
- Approved
- Registered
- 20 May 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 22 May 2019Decision4510267 - Granted
- 22 May 2019City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №4483620 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 20 მაისს NAR1681516 განცხადებით მომართა ალექსანდრე კორძახიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №4483620 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №4483620 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გ. წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის გამზირის კუთხეში ფიზკულტურის ინსტიტუტის მიმდებარედ, (ნაკვეთი N 8/49); ქალაქი თბილისი , გამზირი ილია ჭავჭავაძე , N 49 , (ნაკვეთი 08/088) თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.14.07.008.095), მრავალფუნქციური (საცხოვრებელი, საზოგადოებრივი) შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 14 მაისიდან 2020 წლის 14 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №4483620 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გამორჩენილია სარდაფის ფართობი - 73.0 კვ.მ. შესაბამისად, საერთო ფართობი 8414.0 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 8487.0 კვ.მ. აქედან გამომდინარე, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმა შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №4483620 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაემატოს: სარდაფის ფართობი: 73.0 კვ.მ. საერთო ფართობი: 8487.0 კვ.მ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №4483620 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 მაისის №4483620 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal