ქალაქი თბილისი , ქუჩა ხევძმარის , N 61
Decision
- Decision number
- 4510528
- Decision date
- 22 May 2019
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ივერი შელეგია
- Developer (company ID)
- 405309447
Parcel
- Cadastral code
- 01.11.12.021.028
- Owner
- გრიგორი ქავთარაძე (P/N: *********59)
- Area
- 1,388 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.12.021.028Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1682121
- Status
- Rejected
- Registered
- 17 May 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 22 May 2019City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი, 2019 წლის 17 მაისის AR1682121 განცხადება, რომლითაც ითხოვს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას. სამსახურში არსებული დოკუმენტაციის გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქალაქ თბილისის მერიის სსიპ –თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 06 ნოემბრის №3648677 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ქუჩა ხევძმარის , N 61-ში, საკადასტრო კოდით #01.11.12.021.028 რეგისტრირებულ (1388.00 კვ.მ) მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის (რესტორანი და სასტუმრო) აშენების მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ხოლო, 2018 წლის 27 აგვისტოს № 4137823 ბრძანებით შევიდა ცვლილება აღნიშნულ პირობებში და ფუნქცია/დანიშნულებად დაფიქსირდა „კომერციული, საოფისე და საცხოვრებელი“. განმცხადებელი ითხოვს 2017 წლის 06 ნოემბრის №3648677 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას და ფუნქცია/ დანიშნულებად ავტო-ტექ მომსახურების ცენტრის დაფიქსირებას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. აღნიშნულის, მუხლი 2-ის შესაბამისად წერილობითი დასტურის/მშენებლობის ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიის ან/და ტერიტორიული-სტრუქტურული დოკუმენტების დამუშავებისა ან/და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამავე კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის #39-18 დადგენილებით დამტკიცებულ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოცემულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.11.12.021.028) ვრცელდება საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3). საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3) წარმოადგენს დაბალი ინტენსივობის ერთგვაროვანი საზოგადოებრივ-საქმიანი ქვეზონა, რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში (როგორც წესი პზ-ში) არსებულ/დაგეგმილ კომერციული გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს; განაშენიანების ძირითადი დასაშვები სახეობებია სავაჭრო ცენტრები,მოლები, და მსგავსი მსხივილი საზოგადოებრივ-კომერციული ობიექტები, ასევე დასაშვებია საკულტო შენობა-ნაგებობების განთავსება სპეციალური (ზონალური)შეთანხმების საფუძველზე; განაშენიანების რეგულირების პარამეტრები (სზ–3) კ-1 0,7 კოეფიციენტი კ-2 - კოეფიციენტი კ-3 0,2 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი 500 კვ.მ მინიმალური სიგანე 20 მეტრი მინიმალური სიღრმე 20 მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრი შენიშვნა - აქედან გამომდინარე, საჭიროა საკითხი დააყენოთ არა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანის კუთხით, არამედ, მოითხოვოთ ახალი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა და იმავე განაცხადით დააფიქსიროთ მოთხოვნა სამსახურის 2017 წლის 06 ნოემბრის №3648677 ბრძანებითდამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა იმდენად არსებითი ხასიათისაა, რომ მნიშვნელოვნად ცვლის მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს, შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აღნიშნული ცვლილებების განხორციელება. აღნიშნულიდან გამომდინარე საკითხი უნდა დააყენოთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის მოთხოვნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას შეიტანოს ცვლილება 2017 წლის 06 ნოემბრის №3648677 ბრძანებით ბრძნებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში.
Show moreShow less
- 22 May 2019Decision4510528 - Refused
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal