OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩა N1ა

AR1682769Construction permitOther use21 May 2019- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
4511633
Decision date
22 May 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გიორგი გელაშვილი
Developer (company ID)
405004622

Parcel

Cadastral code
01.72.14.034.822
Owner
ნინო კიკნაძე (P/N: *********67)
Area
900 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1682769
Status
Approved
Registered
21 May 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 May 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 მაისის №4501758 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 21 მაისს №AR1682769 განცხადებით მომართა გიორგი გელაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 16 მაისის №4501758 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2019 წლის 16 მაისის №4501758 გადაწყვეტილებით დადასტურდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩა №1ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.034.822) მშენებლობადამთავრებული ობიექტის - მრავალფუნქციური შენობის (სავაჭრო საოფისე) ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებელობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2019 წლის 16 მაისის №4501758 გადაწყვეტილებაში განმცხადებლის გვარი, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანების და წერილის რეკვიზიტები არასწორად არის მითითებული და შესაბამისად ითხოვს აღნიშნულის შესწორებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2019 წლის 20 მარტს №AR1669329 განცხადებით სამსახურს მომართა შპს ,,მშენებელი 2013’’-ის დირექტორმა გიორგი გელაშვილმა და მოითხოვა არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებელობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება, განმცხადებლის მიერ 2019 წლის 20 მარტის №AR1669329 განცხადებაზე ატვირთულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 06 მარტის №ბ-19/0118340487-17 ბრძანება და 2019 წლის 07 მაისის №17-01191273330 წერილი. სამსახურმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა გადაწყვეტილებაში ტენიკური შეცდომის შედეგად განმცხადებლის გვარი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანების და წერილის რეკვიზიტები დაფიქსირდა არასწორად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 მაისის №4501758 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 მაისის №4501758 გადაწყვეტილებაში და განმცხადებლის სახელი და გვარი მიეთითოს: გიორგი გელაშვილი, ასევე აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დაფიქსირდეს: ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 06 მარტის №ბ-19/0118340487-17 ბრძანება’’ და ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 07 მაისის №17-01191273330 წერილი’’. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 მაისის №4501758 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 16 მაისის №4501758 გადაწყვეტილებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 22 May 2019Decision4511633 - Granted
  3. 21 May 2019Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal