ქალაქი თბილისი , ქუჩა მცხეთა , N 48-50 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა მარუხის გმირები , N 8
Decision
- Decision number
- 4545845
- Decision date
- 14 June 2019
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- აბესალომ შავგულიძე
- Developer (company ID)
- 212273056
Parcel
- Cadastral code
- 01.14.11.041.026
- Owner
- შპს "სიმპათია" (212273056) (212273056)
- Area
- 3,480 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.11.041.026Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1683042
- Status
- Approved
- Registered
- 22 May 2019
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 23 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 14 June 2019City answer
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 თებერვლის №01/402 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 22 მაისს NAR1683042 განცხადებით მომართა აბესალომ შავგულიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2012 წლის 20 თებერვლის №01/402 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 თებერვლის №01/402 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მცხეთის ქ. N48–50–ში/მარუხის გმირების ქ. N8–ში თანსაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 01.12.11.041.026) მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის I და II ბლოკების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 24 თებერვლიდან 2013 წლის 24 აგვისტომდე. სამსახურის 2012 წლის 02 ოქტომბრის №375507 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომები სამსახურის 2012 წლის 20 თებერვლის №01/402 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საცხოვრებელი ფართობი: 6348.33კვ.მ კომერციული ფართობი: 1153.75კვ.მ საზაფხულო ფართობი: 1365.06კვ.მ კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი: 637.3 კვ.მ, მიწისქვეშა ავტოსადგომების ფართობი: 1050.0 კვ.მ. საერთო ფართობი: 10554.44კვ.მ. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2012 წლის 20 თებერვლის №01/402 ბრძანებაში გამორჩენილია გარე ავტოსადგომების ფართის - 500.25 კვ.მ-ს დაფიქსირება. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილების შეტანა. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ სამსახურის 2012 წლის 20 თებერვლის №01/402 ბრძანებით შეთანმხებული არქიტექტურული პროექტით I და II ბლოკის 0.00 ნიშნულზე გათვალისწინებული იყო გარე ავტოსადგომი ფართობით - 500.25 კვ.მ. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ცვლილება შეიტანოს სამსახურის 2012 წლის 20 თებერვლის №01/402 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 თებერვლის №01/402 ბრძანებაში და აღნიშნულ ბრძანებაში დაფიქსირდეს: გარე ავტოსადგომი ფართობით: 500.25 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 თებერვლის №01/402 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 20 თებერვლის №01/402 და 2012 წლის 02 ოქტომბრის №375507 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 14 June 2019Decision4545845 - Granted
- 13 June 2019City answer
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal