OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ფრედერიკ მონპერის ქუჩა, N 21

AR1683104Construction permitOther use22 May 2019- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
4512884
Decision date
23 May 2019
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლევან სიხარულიძე
Developer (company ID)
405307742

Parcel

Cadastral code
01.72.14.059.081
Owner
შპს "ისთერნ ანალიტიკს დეველოფმენთ" (405307742)
Area
3,300 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1683104
Status
Approved
Registered
22 May 2019
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 23 May 2019City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506291 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2019 წლის 22 მაისს №AR1683104 განცხადებით მომართა ლევან სიხარულიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506291 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506291 ბრძანებით ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, ფრედერიკ მონპერის ქუჩა N21-ში, N01.72.14.059.081 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ცხრა ცალი ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506291 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ფუნციური ზონის ნაწილში საცხოვრებელი ზონა 3-ის (სზ-3) ნაცვლად დაფიქსირდა საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5), შესაბამისი პარამეტრებით. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს ზემოაღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მე-2 მუხლის თანახმად, წერილობითი დასტურის/მშენებლობის ნებართვის გაცემის რომელიმე სტადიის ან/და ტერიტორიული-სტრუქტურული დოკუმენტების დამუშავებისა ან/და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინამდებარე დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამავე კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მოთხოვნით სამსახურში განცხადება (AR1659273) წარმოდგენილ იქნა 2019 წლის 05 თებერვალს. შესაბამისად, აღნიშნულ ადინისტაციულ წარმოებასთან დაკავშირებით მოქმედებს განცხადების შეტანის დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა. განცხადების შეტანის დროისთვის მოქმედი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20–105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით, N01.72.14.059.081 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3) და სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506291 ბრძანებაში და მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის ველში საცხოვრებელი ზონა 5-ის ნაცვლად დაფიქსირდეს საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3). შესაბამისი ჩანაწერით: „საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3) — დაბალი ინტენსივობის შერეული საცხოვრებელი ქვეზონა,რომელიც მოიცავს საქალაქო განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საცხოვრებელი გამოყენების (და მის დამხმარე) ტერიტორიებს.”. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506291 ბრძანებაში კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრების ველში, საცხოვრებელი ზონა 5-ის (სზ-5) პარამეტრების ნაცვლად დაფიქსირდეს საცხოვრებელი ზონა 3-ს (სზ-3) პარამეტრები: განაშენიანების რეგულირების პარამეტრები: კ-1 0,5 კოეფიციენტი კ-2 -1.5 კოეფიციენტი კ-3 0,3 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი - 300 / 400 * მინიმალური სიგანე - 9 / 12 * მეტრი მინიმალური სიღრმე - 20 / 25 * მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრი შენიშვნა * მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის და სასტუმროსთვის. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506291 ბრძანებაში, „გაფრთხილების“ ველში ჩანაწერის: „შენობა–ნაგებობის განთავსება განხორციელდეს საცხოვრებელ ზონა 5 (სზ–5)–ის არეალში“ ნაცვლად დაფიქსირდეს: „შენობა–ნაგებობის განთავსება განხორციელდეს საცხოვრებელ ზონა 3–ის (სზ–3) არეალში.“ 4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506291 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 5. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 20 მაისის №4506291 ბრძანებასთან ერთად. 6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა N7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 23 May 2019Decision4512884 - Granted
  3. 22 May 2019Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal